ბლოგი - ეს თქვენი სიახლეების
საიტია (დღიურია), რომელიც ადვილი შესაქმნელია და მოსახერხებელია
გამოყენებაში. ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია, განათავსოთ თქვენი
ინფორმაცია, ეკონტაქტოთ ადამიანებს და განახორციელოთ
ბევრი საინტერესო აქტივობა.
საგანმანათლებლო თემატიკის ბლოგი შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, როგორც მძლავრი და ეფექტური სასწავლო ტექნოლოგიური ინსტრუმენტი. ბლოგის წარმოებისთვის საჭიროა მინიმალური ტექნიკური ცოდნა და სწრაფად და მარტივად შესაქმნელ-შესანახია.
სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს საშუალება აქვთ დროის მინიმალური დანახარჯით შექმნან საკუთარი გვერდი დამოუკიდებლად.
პოპულარული გერდები, სადაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბლოგები:
ბლოგის შექმნის ეტაპები
·
შეავსეთ ფორმით
შემოთავაზებული ველები შეიყვანეთ თქვენი gmail ელ ფოსტის Username და Password; შემდეგ
დააჭირეთ SIGN IN ღილაკს
·
მოიფიქრეთ სათაური თქვენი ბლოგისათვის (
Title) მაგალითად: ”პორტფილიო”. შემდგომში შესაძლებელია თქვენი
სურვილისამებრ ბლოგის სახელის შეცვლა.
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის სახელწოდება თემატურად უნდა
ემთხვეოდეს შინაარსს.
·
აირჩიეთ ბლოგის მისამართი. მისამართს თქვენ ირჩევთ შეხედულებისამებრ: address (URL)
გრაფაში ინგლისურად (მაგალითად Ramesaxeli), ადგილის გამოტოვების გარეშე წერთ
სასურველ სახელს.
შემდეგ გრაფის
ქვემოთ გამოვა წარწერა This blog address
is available (ბლოგის ეს მისამართი ხელმისაწვდომია). ანუ სხვას არ ქავს
გამოყენებული უკვე ეს მისამართი. თუ გამოვა წარწერა This blog address is not available (ბლოგის ეს მისამართი არ არის
ხელმისაწვდომი). თუ თქვენს მიერ არჩეული სახელწოდება უკვე არსებობს/გამოყენებულია სხვა
მომხმარებლის მიერ, გაჩნდება შესაბამისი შეტყობინება.
ამ შემთხვევაში აუცილებელია ბლოგის URL მისამართის შეცვლა.
ყურადღება! !! აუცილებელია ბლოგის სახელწოდება
ჩაინიშნოთ თქვენს ჩანაწერების წიგნაკში. მაგალითად იგი ასე უნდა გამოიყურებოდეს : http:// Ramesaxeli.blogspot.com
ამის შემდეგ
შეგიძლიათ აღნიშნული მისამართი მისცეთ მეგობრებს, კოორდინატორებს ან სტუდენტებს.
შეგიძლიათ თქვენი ბლოგის მისამართი ლინკის სახით განათავსოთ რომელიმე ვებ-საიტზე
და ა.შ.
·
Template
(შაბლონი) ველის გასწვრივ გადაათვალიერეთ შემოთავაზებილი მაკეტები. აირჩეით
ერთ-ერთი. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მაკეტის
დიზაინი.
·
დააწკაპუნეთ ღილაკზე Create blog (ბლოგის
შექმნა)
გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ რამდენიმე ბლოგს საჩვენებლად.