Additional gadgets

ვინაიდან უამრავმა მასწავლებელმა მთხოვა, მესწავლებინა, როგორ უნდა ჩავსვათ ბლოგზე დამატებითი გაჯეტების სახით სასურველი ვებ-გვერდების მისამართები ისე, რომ გამოჩნდეს სურათი და არა ბმული ( მარტივი ენით ვწერ, რადგან ეს უნდოდათ ზუსტად :) ), გადავწყვიტე ამ გაკვეთილით მოგაწოდოთ ამის ინსტრუქცია. ისე, ცნობისთვის, გაითვალისწინეთ, პორტფოლიოს შეფასებისას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ბლოგის დიზაინს ექცევა და მაინცდამაინც ბევრ დროს ნუ დაკარგავთ ამაზე!
მაშ ასე: ვირჩევთ სასურველ სურათს და ვინახავთ კომპიუტერში, შემდეგ გადავდივართ იმ გვერდზე, რომელი გვერდის ბმულიც უნდა დავადოთ შენახულ სურათს და ვაკოპირებთ სამისამართე ზოლში გამოტანილ მისამართს. ბლოგის სამუშო რეჟიმში გავხსნით დიზაინს და დავაწკაპებთ გაჯეტის დამატებას. გაჯეტებიდან ავირჩევთ სურათს და ამ გახსნილ გაჯეტში სადაც წერია http, იქ ვსვამთ დაკოპირებულ ბმულს, ხოლო შენახულ სურათს ვტვირთავთ ჩვნი კომპიუტერიდან, სახელის ადგილას ვწერთ იმ გვერდის სახელს, სადც გადავყავართ ამ ბმულს და ვაჭერთ შენახვას.











0 коммент.:

Отправить комментарий