ბლოგს შეგიძლიათ მისცეთ საიტის ფორმა, ამისთვის ბლოგის შიგნით შეგიძლიათ დაამატოთ მენიუ, რომლითაც გადახვალთ სხვა გვერდებზე იმავე ბლოგში.
მაგალითად: ჩვენ შესახებ, კონტაქტი, პროექტები, პარტნიორები...
საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Design (დიზაინი).
მარცხნივ ჩამოთვლილი ღილაკებიდან ვირჩევთ ღილაკს Pages.
საიტზე თავიდანვე არის ერთი გვერდი Home (მთავარი). იმისთვის, რომ ამ გვერდის სახელი გამოჩნდეს ქართულად ვაჭერთ ღილაკს edit.(დამატება).
გამოსულ პატარა ფანჯარაში მოცემულ გრაფაში ვწერთ ქართული შრიფტით „მთავარი“ და შემდეგ ვაჭერთ ღილაკს OK.
ახალი გვერდების დასამატებლად აჭერთ ღილაკს New page (ახალი გვერდი) და შემდეგ აჭერთ ღილაკს Blank page (სუფთა გვერდი).
· ხოლო დაბლა ველში ვწერთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვინდა ამ გვერდზე განთავსდეს. (მაგალითად, მისამართი, ტელეფონი.) სურვილისამებრ ვამატებთ ფოტოს, ტექსტს, ლინკს ... ვუკეთებთ რედაქტირებას.
· ბოლოს ვაჭერთ: Publish (გამოქვეყნება)
გისურვებთ წარმატებას!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий