ძვირფასო პედაგოგებო, ბლოგი შექმნილია პროგრამა «Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტის» ფარგლებში და მისი მიზანია ქართველი მასწავლებლებისათვის მაიქროსოფტის სასწავლო ტექნოლოგიების გაცნობა-ათვისებაში დახმარება . ამ პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და კითხვების დასმა შეგიძლიათ აქ.
It's a small world, after all
დღეს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ აზრებს მოისმენთ, ის კი გვავიწყდება, რომ მსოფლიო მართლაც პატარაა და ყველა ერთნაირები ვართ! თუ შესაძლებელია სხვაგან ამ მეთოდებით სწავლის შედეგების გაუმჯობესება, რატომ არის შეუძლებელი ეს საქართველოში?! ხშირად მომისმენია: "ეს ჩემს სკოლაში არ იმუშავებს, იმიტომ რომ ...", " ამით ვერაფერს მივაღწევთ"... მაგრამ ეს ასე არ არის, მონდომების შემთხვევაში ჩვენც შევძლებთ! შეიძლება, სხვაზე უკეთესადაც!ჩვენი მონდომების შედეგებს სწრაფად ვერ დავინახავთ, მაგრამ , დამერწმუნეთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ!
იმედი მაქვს, რომ ამ ბლოგის საშუალებით თქვენ თავად დარწმუნდებით ამაში, გაეცნობით სხვადასხვა რესურსს, ნახავთ ჩემ მიერ მომზადებულ სასწავლო მასალებს, გაერთიანდებით გლობალურ საგანმანათლებლო პორტალზე (დარეგისტრირებაში შემიძლია დაგეხმაროთ, თუ მომწერთ), მონახავთ თანამოაზრეებს და თავადაც გაგვიზიარებთ თქვენ მიერ მომზადებულ სასწავლო რესურსებს.
ბლოგის დიზაინი ინგლისურად არის, მაგრამ ყველა ნაბეჭდი რესურსი და ვიდეო გაკვეთილი ქართულად არის მოცემული, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ: rgonashvili@teacher.ge, rusagonashvili@gmail.com, rusagonashvili@hotmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
Подписаться на:
Сообщения (Atom)
2 коммент.:
დიდი მოლოდინით და კეთილი სურვილებით. წარმატებები
უღრმესი მადლობა!
Отправить комментарий