Office Mix

Office Mix-ეს არის ახალი შემოთავაზება მაიქროსოფტისგან, რომელიც მასწავლებლის მუშაობას უფრო აადვილებს. მისი დახმარებით შესაძლებელია ინტერაქტიური გაკვეთილების შექმნა და გაზიარება. შესაძლებელია საკუთარი ისტორიის მოყოლა ხმით, ვიდეო რგოლით, ეკრანის ჩამწერით და სხვა ინტერაქტიური მაგიის დახმარებით. :) ეს არის PowerPoint-ის დამხმარე ხელსაწყო.Office Mix-ის დახმარებით შესაძლებელია ვიდეოს შექმნა ანიმაციების გამოყენებით, ანოტაციის დადება, სლაიდებზე გაკეთებული ჩანაწერებისა და ნახატების ჩაწერა, ტესტების დამატება და სხვა. სათითაო სლაიდის ანალიტიკური ანალიზი. მოსწავლეები მყისიერად ხედავენ ვიქტორინისა თუ ტესტების შედეგებს. მისი დახმარებით შესაძლებელია სწავლება ერთხელ და ყველგან, ასევე შესაძლებელია შექმნილი სასწავლო მასალის გაზიარება.
ეს პროგრამა იდეალურია შერეული სწავლების სცენარისთვის. მისი დახმარებით უადვილესია PowerPoint-ის დახმარებით ჩატარებული გაკვეთილის ონლაინ გაკვეთილად გადაქცევა, რადგან შესაძლებელია ჩაწერა თქვენი ლექციისა მაშინაც კი, როდესაც წერთ ან ხატავთ სლაიდზე. შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი გაკვეთილი გაუზიაროთ მოსწავლეებსა და კოლეგებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ნახონ ეს გაკვეთილი ან ინტერნეტში, ან ელექტრონულ ფოსტაზე. შესაძლებელია ყველა მოსწავლის ნამუშევრის Google analytics-ის გაკეთება.
სისტემური მოთხოვნა:
  • Windows 7 ან ზევით
  •  PowerPoint 2013 SP1
მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან:
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან microsoft ანგარიშით, ან facebook ანგარიშით, ან Google ანგარიშით. პროგრამა უფასოა.

ასევე შესაძლებელია აქედან:
აქ შეგიძლიათ ნახოთ სარეკლამო ვიდეო რგოლი:




0 коммент.:

Отправить комментарий