Blog as a a teaching tool

ბლოგი - ეს თქვენი სიახლეების საიტია (დღიურია), რომელიც ადვილი შესაქმნელია და მოსახერხებლია გამოყენებაში. ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია, განათავსოთ თქვენი ინფორმაცია, ეკონტაქტოთ ადამიანებს და განახორციელოთ ბევრი საინტერესო აქტივობა.   საგანმანათლებლო თემატიკის ბლოგი შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, როგორც მძლავრი და ეფექტური სასწავლო ტექნოლოგიური ინსტრუმენტი. ბლოგის წარმოებისთვის საჭიროა მინიმალური ტექნიკური ცოდნა და სწრაფად და მარტივად შესაქმნელ-შესანახია.

სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს საშუალება აქვთ დროის მინიმალური დანახარჯით შექმნან საკუთარი გვერდი დამოუკიდებლად.



პოპულარული გერდები, სადაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბლოგები:

ბლოგის შექმნის ეტაპები
  • გახსენით ბროუზერი და შედით ამ საიტზე www.blogger.com  
·         შეავსეთ  ფორმით შემოთავაზებული ველები  შეიყვანეთ თქვენი gmail  ელ ფოსტის Username და Password; შემდეგ დააჭირეთ  SIGN IN ღილაკს
·         მოიფიქრეთ სათაური თქვენი ბლოგისათვის ( Title)  მაგალითად: ”პორტფილიოშემდგომში შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ  ბლოგის სახელის შეცვლა.  
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის სახელწოდება თემატურად უნდა ემთხვეოდეს  შინაარს.
·         აირჩიეთ ბლოგის მისამართი. მისამართს თქვენ ირჩევთ შეხედულებისამებრ: address (URL) გრაფაში ინგლისურად (მაგალითად Ramesaxeli), ადგილის გამოტოვების გარეშე წერთ სასურველ სახელს.
შემდეგ გრაფის ქვემოთ გამოვა წარწერა This blog address is available (ბლოგის ეს მისამართი ხელმისაწვდომია). ანუ სხვას არ ქავს გამოყენებული უკვე ეს მისამართი. თუ გამოვა წარწერა This blog address is not available (ბლოგის ეს მისამართი არ არის ხელმისაწვდომი). თუ თქვენს მიერ არჩეული სახელწოდება უკვე არსებობს/გამოყენებულია სხვა მომხმარებლის მიერ, გაჩნდება შესაბამისი  შეტყობინება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბლოგის URL მისამართის შეცვლა.
ყურადღება! !! აუცილებელია ბლოგის სახელწოდება ჩაინიშნოთ თქვენს  ჩანაწერების წიგნაკში. მაგალიად იგი ასე უნდა გამოიყურებოდეს :  http:// Ramesaxeli.blogspot.com
ამის შემდეგ შეგიძლიათ აღნიშნული მისამართი მისცეთ მეგობრებს, კოორდინატორებს ან სტუდენტებს. შეგიძლიათ თქვენი ბლოგის მისამართი ლინკის სახით განათავსოთ რომელიმე ვებ-საიტზე და ა.შ.
·         Template (შაბლონი) ველის გასწვრივ გადაათვალიერეთ შემოთავაზებილი მაკეტები. აირჩეით ერთ-ერთი. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მაკეტის დიზაინი.
·         დააწკაპუნეთ ღილაკზე  Create blog (ბლოგის შექმნა)



ვიდეო ინსტრუქცია
                                          
გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ რამდენიმე ბლოგს საჩვენებლად.
ტესტები და სავარჯიშოები
პორტფოლიო
შემდეგი ჩანაწერით მოგითხრობთ ბლოგის დიზაინისა და დამატებითი ხელსაწყოების შესახებ.
გისურვებთ წარმატებებს! 

17 коммент.:

нита комментирует...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ,რომ ძალიან ერთგული ადამიანი ბრძანდებით და უანგაროდ ეხმარებით კოლეგებს! მიყვარხართ!

ninomasurashvili комментирует...

რუსა, აღფრთოვანებული ვარ შენი ენერგიით, ასეთ კოლეგასთან თანამშრომლობა ერთგვარი კომფორტი და სიამოვნებაა... წარმატებები შინ და გარეთ !

rusagonashvili@gmail.com комментирует...

ნანა, გაიხარე! უერთგულესი და თბილი ადამიანი ხართ! წარმატებები!

rusagonashvili@gmail.com комментирует...

ნინო, მადლობა, მაგრამ შენ რომ აკეთებ და შენ რომ ენერგია გაქვს, მე იმდენი საიდან?! :) <3

ninomasurashvili комментирует...

... და ამდენ სიკეთესთან ერთად საოცარი თავმდაბლობა... სხვისი ,,ნამცეცების" დანახვა-დაფასება იშვიათად შეუძლიათ ადამიანებს!!!

ნინო комментирует...

რუსა, დავათვალიერე ბლოგები, მასწავლებლებისთვის (და , არა მარტო...) საინტერესო და საჭირო მასალითაა მდიდარი. ვიცი თქვენი წარმატებები და გისურვებთ, მრავალ შემოქმედებითი თუ ნოვატორული იდეების ჩვენთვის გაზიარებას . :)

rusagonashvili@gmail.com комментирует...

ნინო, მეტს აღარ " შეგეკამათები", ვისურვებდი, შენნაირი ბევრი "ნამცეცები" გამეკეთებინოს

rusagonashvili@gmail.com комментирует...

მადლობა, ნინო, შორიდან მეც ვადევნებ თვალს თქვენს არანაკლებ წარმატებულ მოღვაწეობას, მეც უდიდეს წარმატებებს გისურვებთ!

ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) комментирует...

ძალიან ყოჩაღი, დოდებული და თავდადებული ადამიანი ხარ . ჩემი ”გაჭირვების ტალკვესი”

rusagonashvili@gmail.com комментирует...

დიდებულისა რა გითხრა, ნინ, მაგრამ სხვაზე ნაკლები არ ვარ :) მიყვარხარ!

ირმა კრაველიძის ბლოგები комментирует...

რუსა,მინდა კიდევ მეტი და მეტი წარმატება გისურვო,საუკეთესო ადამიანი ხარ!

rusagonashvili@gmail.com комментирует...

მადლობა, ირმა, გაიხარე!

მარინე комментирует...

როგორც ყოველთვის, დიდებული!

ნინო მიქელაძე комментирует...

ღმერთს ყველა სიკეთე შენთვის დაუმადლებია.წარმატებებს გისურვებ.ღმერთმა ბევრი მისცეს საქართველოს შენისთანა.

ლაურა ჯიმშელეიშვილი комментирует...

ჩემი მოტივატორი ხარ შენ :)

ლაურა ჯიმშელეიშვილი комментирует...

ჩემი მოტივატორი ხარ შენ :)

ლაურა ჯიმშელეიშვილი комментирует...

ჩემი მოტივატორი ხარ შენ :)

Отправить комментарий