How to register to Pil-Network of Educational Portal


Lync Basic-Installation

კვლავ მაიქროსოფთის დახმარებით :)

Lync 2010- Installation

ეს კვლავ ბატონი შოთასგან, მაიქროსოფთი ჩვენთანაა :)

Record Voice@Pen


Outlook.office365.com-The first one-time password access

ეს ვიდეო გაკვეთილი შეგვიქმნა მაიქროსოფთ საქართველომ, კერძოდ, შოთა მურცხვალაძემ. დიდი მადლობა მას ამისთვის

Add video YouTube


Add video YouTube


Brain POP


Outlook - სისტემაში შესვლა


Skype in the classroom


bing


Windows Photo Gallery


Skydrive Pro


Skydrive-ის გამოყენების ინსტრუქცია. ეს გახლავთ SkyDrive Pro, რომელიც მოყვება teacher.org.ge ელფოსტას და 25 გბ-იან სივრცეს წარმოადგენს.
ფალების დამატება (ვიდეო): http://office.microsoft.com/en-us/sharepoint-help/video-add-documents-to-skydrive-pro-VA104109084.aspx?client=1%22
ფაილების გაზიარება: http://sdrv.ms/1eWzPlG

Installing Microsoft Lync


ეს არის Lync-ის ინსტალაციის ინსტრუქცია მათთვის, ვინც დარეგისტრირებულები ხართ teacher.org.ge-ზე
http://sdrv.ms/KlgGyr

Learning Suite


Additional gadgets

ვინაიდან უამრავმა მასწავლებელმა მთხოვა, მესწავლებინა, როგორ უნდა ჩავსვათ ბლოგზე დამატებითი გაჯეტების სახით სასურველი ვებ-გვერდების მისამართები ისე, რომ გამოჩნდეს სურათი და არა ბმული ( მარტივი ენით ვწერ, რადგან ეს უნდოდათ ზუსტად :) ), გადავწყვიტე ამ გაკვეთილით მოგაწოდოთ ამის ინსტრუქცია. ისე, ცნობისთვის, გაითვალისწინეთ, პორტფოლიოს შეფასებისას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ბლოგის დიზაინს ექცევა და მაინცდამაინც ბევრ დროს ნუ დაკარგავთ ამაზე!
მაშ ასე: ვირჩევთ სასურველ სურათს და ვინახავთ კომპიუტერში, შემდეგ გადავდივართ იმ გვერდზე, რომელი გვერდის ბმულიც უნდა დავადოთ შენახულ სურათს და ვაკოპირებთ სამისამართე ზოლში გამოტანილ მისამართს. ბლოგის სამუშო რეჟიმში გავხსნით დიზაინს და დავაწკაპებთ გაჯეტის დამატებას. გაჯეტებიდან ავირჩევთ სურათს და ამ გახსნილ გაჯეტში სადაც წერია http, იქ ვსვამთ დაკოპირებულ ბმულს, ხოლო შენახულ სურათს ვტვირთავთ ჩვნი კომპიუტერიდან, სახელის ადგილას ვწერთ იმ გვერდის სახელს, სადც გადავყავართ ამ ბმულს და ვაჭერთ შენახვას.











Son‪gsmith





Fotor for Windows 8


Flashcards

Photo Story 3

შექმენით სლაიდ-შოუები თქვენი ციფრული სურათებისგან. მაუსზე ერთი დაწკაპებით შესაძლებელია შეასწოროთ,მოჭრათ ან მოატრიალოთ ფოტოები.შეიძლება დაამატოთ ბრწყინვალე ეფექტები, ტექსტი, მუსიკა, ხმა. შესაძლებელია, შექმნილი პროექტი გააზიაროთ სოციალური ქსელების საშუალებით, ელექტრონული ფოსტით.უყუროთ ტელევიზორში, კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში.
იმისთვის რომ დააინსტალიროთ მაიქროსოფტის ეს უფასო პროგრამა, მხოლოდ ორი მარტივი ნაბიჯია შესასრულებელი:
1) დარწმუნდით, რომ კომპიუტერში გიყენიათ Windows Media 10 ( გადმოწერა შეგიძლიათ აქედან
2) დააჭირეთ გადმოქაჩვის ღილაკს ამ გვერდზე, რათა ავტომატურად გაიაროთ შემოწმება Windows Genuine Advantage პროგრამასთან ერთად, რის შემდეგაც აჭერთ ღილაკს: გახსნა და ქაჩავთ და აყენებთ  Photo Story 3-ს
ვიდეოგაკვეთილი

Movie Maker


Deep Zoom Composer

 ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ უამრავი იდეა გამიჩნდა მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს პროგრამა  აღვიქვი არა მარტო როგორც ვიზუალის გადმოცემის საშუალება, არამედ , როგორც რაღაც მარტივი ამბის გადმოცემისთვის საჭირო ხელსაწყო.
იმისთვის რომ შეგეძლოთ ამ პროგრამით სარგებლობა, საჭიროა კომპიუტერში გადმოწეროთ და დააინსტალიროთ:
Silverlight პლაგინი Deep Zoom Composer-ეს მაიქროსოფტის უფასო ხელსაწყოა და მისი გადმოქაჩვა შეგიძლიათ აქედან.
ამ ხელსაწყოს საშუალებით მშვენივრად შეიძლება რაღაც მარტივი ამბის ციფრულად თხრობა.
 Deep Zoom Composer-ს აქვს სამი სექცია: იმპორტი, შექმნა და ექსპორტი. თავდაპირველად დარწმუნდით, რომ თვენს მოსწავლეებს ზუსტად აქვთ შემუშავებული ისტორია, რომლის გადმოცემასაც აპირებენ სურათების საშუალებით. ამის შემდეგ ვხსნით პროგრამას და ვირჩევთ New Project, დაარქვით პროექტს სახელი და დააჭირეთ ok-ს.




შემდეგ ვაჭერთ იმპორტს და გვერდით მარჯვენა პანელზე add image-ს
სურათები წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული. ფოტოების დამატების შემდეგ აჭერთ compose-ს, დაბლა გამოჩნდება თქვენი დამატებული სურათები. სურათებიდან აირჩიეთ ძირითადი სურათი და დააყენეთ ცენტრში, სურათებთან მუშაობა შეგიძლიათ ამ ხატულების საშუალებით
ძირითადი სურათი გაადიდეთ ლუპის საშუალებით და თქვენი ისტორიის შესაბამისი სურათი დაამატეთ ძირითად სურათზე ,სადაც თქვენ გსურთ რომ გამოჩნდეს შემდეგი ფოტო, მას შემდეგ , რაც მორჩებით სურათის აწყობას, აჭერთ ექსპორტს. პროექტს არქმევთ სახელს და სანამ გამოაქვეყნებთ წინასწარი დათვალიერების ღილაკით ამოწმებთ თქვენს პროექტს.
 საცდელად გავაკეთე ასეთი რამ: ინტერნეტში მოვძებნე სახლის სურათი და ამ სურათის საშუალებით გადმოვეცი, რომ სახლში შეიძლება ისვენებდნენ, მუშაობდნენ, კითხულობდნენ. ყველას შეგიძლიათ სურათის საშუალებით თქვენი ისტორი გადმოსცეთ. აბა, ნახეთ: სახლი

შეტყობინება

ვინც ვერ ტვირთავთ მაიქროსოფთის პორტალიდან  პროგრამებს, ან გიჭირთ დარეგისტრირება, დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე და დაგეხმარებით

Microsoft SkyDrive

Microsoft SkyDrive - ამ ხელსაწყოს საშუალებით შეგიძლიათ თქვენი დოკუმენტების შენახვა, მართვა და გაზიარება მარტივად და უსაფრთხოდ. ეს პაროლით დაცული საცავია ინტერნეტში, სადაც შეგიძლიათ საიმედოდ შეინახოთ თქვენი დოკუმენტები და გქონდეთ მათზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან. ამ საცავში არსებულ დოკუმენტებზე შეგიძლიათ წვდომა მისცეთ მოსწავლეებსაც და მიუთითოთ კონკრეტული შესასრულებელი სამუშაო დოკუმენტი და  სამუშაოს შესრულების დრო.





Fresh Paint

თქვენ ფანტაზიორობთ, ის აკეთებს!
 ეს არის  მაიქროსოფტის მარტივი  უფასო ინსტრუმენტი , რომელიც შეიცავს ზეთს, აკვარელს, ფანქარს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ხატვისთვის. არ აქვს მნიშვნელობა,   პროფესიონალი მხატვარი ხართ ,  მოყვარული, დიდი თუ პატარა, ყველას შეგიძლიათ შექმნათ მშვენიერი რეალისტური ნახატები. ეს სახატავი ხელსაწყო შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი იდეების რეალიზებისათვის. გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.
ვიდეოგაკვეთილი

Microsoft autocollage

ეს არის მაიქროსოფტის ხელსაწყო ( ინსტრუმენტი) , რომლის დახმარებითაც  კეთდება კოლაჟები, მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და უმარტივესი მოსახმარებელია, იმისათვის რომ გამოიყენოთ ეს პროგრამა, ჯერ უნდა გადმოქაჩოთ ინტერნეტიდან  და დაიინსტალიროთ. შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან. დაინსტალირების შემდეგ, ინსტრუქციის თანახმად, ძალიან ადვილად დაეუფლებით მის გამოყენებას. გისურვებთ წარმატებებს!
ვიდეოგაკვეთილი

Presentation Templates

ბლოგის თემას ცოტა ხნით გადავუხვევ და შემოგთავაზებთ პრეზენტაციის გამზადებულ შაბლონებს. ვფიქრობ, დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ გაქვთ პრეზენტაცია ასაწყობი და დიზაინზე ფიქრის დრო არ გაქვთ. :) :) მით უფრო, რომ განსხვავებული შაბლონებია, სამ სლაიდიანებია, მაგრამ დუბლირებით გაზრდით რაოდენობას. წარმატებები!
შაბლონი1
შაბლონი2
შაბლონი3
შაბლონი4

Add presentation on the blog

ვინაიდან ბევრი მეგობარი მთხოვს, ვასწავლო პრეზენტაციის დამატება ბლოგზე, გადავწყვიტე, დღეს ამის ინსტრუქცია შემოგთავაზოთ. ნებისმიერი სახის პრეზენტაციის დამატებამდე აუცილებელია, რომ ეს პრეზენტაციები ჯერ რომელიმე დოკუმენტების საცავში გვქონდეს ატვირთული, საიდანაც დავაკოპირებთ დასამატებელი მასალის  კოდს და მას ჩავსვავთ ბლოგზე და არა თავად პრეზენტაციას. პრეზენტაცია  ჯერ უნდა ავტვირთოთ გუგლის დისკზე ( google drive)


ატვირთვის შემდეგ გუგლის დისკზევე ვხსნით პრეზენტაციას
გახსნილი პრეზენტაციის ზედა პანელზე პოულობთ  ფაილის მენიუს და აწკაპებთ მასზე

შემდეგ ნახეთ ვიდეო ინსტრუქცია
                                              

ცნობისთვის

 მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი- მე არ ვარ არც ინფო მენეჯერი, არც ისტ-ის სპეციალისტი, არც გენიოსობას ვიბრალებ, მე ფილოლოგი ვარ! კოლეგების დახმარება მსურდა და ამიტომ შევქმენი ეს ბლოგი. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს იმათ, ვინც ელექტრონული ფოსტის საშუალებითა და ფეისბუქით არც თუ ისე სასიამოვნო წერილებს მიგზავნით. ვისაც არ მოგწონთ ბლოგი, ნუ გაეცნობით და გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს!

Additional gadgets


შეგიძლიათ თქვენ საიტზე დატოვოთ სასურველი გაჯეტები ან დაამატოთ ახლები.

გაჯეტის წაშლა:

თუ არ გსურთ უკვე არსებული გაჯეტების დატოვება Followers, Archive, About Me…, შეგიძლიათ წაშალოთ ისინი.
საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Design (დიზაინი).
მარცხნივ ჩამოთვლილი ღილაკებიდან ვირჩევთ ღილაკს Layout. 
აჭერთ შესაბამისი გაჯეტის დაბლა ღილაკს edit. 
ახალ გამოჩენილ ფანჯარაში ბოლოში აჭერთ ღილაკს REMOVE.
გაჯეტი წაშლილია.


გაჯეტის დამატება:
საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში Design შრის არჩევის შემდეგ, მარცხნივ ჩამოთვლილი ღილაკებიდან ვირჩევთ ღილაკს Layout. გამოსულ ფანჯარაში ირჩევთ Add a gadjet
ირჩევთ სასურველ ობიექტს: სურათი, სალიდშოუ, ტექსტი, ჰიპერ-ბმული...
ერთ-ერთი ობიექტია გამოკითხვა POLL, რომელშიც შესაძლოა მივუთითოთ კითხვა, რამდენიმე პასუხი (შესაძლოა რამდენიმე პასუხის ერთდროულად არჩევის ფუნქციაც ჩავრთოთ) და გამოკითხვის დასრულების დრო.
კითხვარის მომზადების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს SAVE. კითხვარი გამოჩნდება არჩეულ გვერდზე.

ვიდეო ინსტრუქცია

                                            

Add pages inside to the blog


ბლოგს შეგიძლიათ მისცეთ საიტის ფორმა, ამისთვის ბლოგის შიგნით შეგიძლიათ დაამატოთ მენიუ, რომლითაც გადახვალთ სხვა გვერდებზე იმავე ბლოგში.
მაგალითად: ჩვენ შესახებ, კონტაქტი, პროექტები, პარტნიორები...
საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Design (დიზაინი).


მარცხნივ ჩამოთვლილი ღილაკებიდან ვირჩევთ ღილაკს Pages.
საიტზე თავიდანვე არის ერთი გვერდი Home (მთავარი). იმისთვის, რომ ამ გვერდის სახელი გამოჩნდეს ქართულად ვაჭერთ ღილაკს edit.(დამატება).
გამოსულ პატარა ფანჯარაში მოცემულ გრაფაში ვწერთ ქართული შრიფტით „მთავარი“ და შემდეგ ვაჭერთ ღილაკს OK.

    
ახალი გვერდების დასამატებლად აჭერთ ღილაკს New page (ახალი გვერდი) და შემდეგ აჭერთ ღილაკს Blank page (სუფთა გვერდი).


· Page Title -გრაფაში ვწერთ გვერდის სათაურს. (მაგალითად კონტაქტი.)
· ხოლო დაბლა ველში ვწერთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვინდა ამ გვერდზე განთავსდეს. (მაგალითად, მისამართი, ტელეფონი.) სურვილისამებრ ვამატებთ ფოტოს, ტექსტს, ლინკს ... ვუკეთებთ რედაქტირებას.
· ბოლოს ვაჭერთ: Publish (გამოქვეყნება)


                                        

გისურვებთ წარმატებას!

Design

ბლოგის დიზაინის შესაცვლელად შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა შაბლონი
საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Design (დიზაინი).
დააჭრეთ ღილაკს Customize (შეცვლა)

გამოვა ფანჯარა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზედა ნაწილში არის ინსტუმენტები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ საიტის დიზაინი გემოვნებისა და დანიშნულების მიხედვით. გვერდის ქვედა ნაწილში ჩანს როგორი იქნება თქვენი საიტი, თუ რაიმეს შეცვლით. ეს საშუალებას გაძლევთ ადვილად აღიქვათ მოგწონთ თუ არა ის ცვლილება, რომელიც შეიტანეთ დიზაინში. როცა აარჩევთ სასურველ დიზაინს, აჭერთ ღილაკს Apply to blog და სასურველ დიზაინს მიიღებს თქვენი საიტი.
თითოეული ღილაკით სხვადსხვა ცვლილება შეგაქვთ დიზაინში:


Template -
ცვლის დიზააინის ზოგად, ძირითად მონახაზს
Background -
ცვლის საიტის უკანა ფონს
Adjust widths -
არეგულირებს ზომებს
Layout -
განსაზღვრავს საიტის სქემას, სტრუქტურას
Advanced -
აქ შეიძლება ცვლილებების შეტანა (ფერის, ზომის დარეგულიერბა) დეტალებში. მაგ: საიტის სათაური, საიტის აღწერა, სიახლეების სათაური, ლინკები და ა.შ.


ვიდეო ინსტრუქცია
                                     
გისურვებთ წარმატებებს!

Blog as a a teaching tool

ბლოგი - ეს თქვენი სიახლეების საიტია (დღიურია), რომელიც ადვილი შესაქმნელია და მოსახერხებლია გამოყენებაში. ეს ის ადგილია, სადაც შესაძლებელია, განათავსოთ თქვენი ინფორმაცია, ეკონტაქტოთ ადამიანებს და განახორციელოთ ბევრი საინტერესო აქტივობა.   საგანმანათლებლო თემატიკის ბლოგი შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, როგორც მძლავრი და ეფექტური სასწავლო ტექნოლოგიური ინსტრუმენტი. ბლოგის წარმოებისთვის საჭიროა მინიმალური ტექნიკური ცოდნა და სწრაფად და მარტივად შესაქმნელ-შესანახია.

სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს საშუალება აქვთ დროის მინიმალური დანახარჯით შექმნან საკუთარი გვერდი დამოუკიდებლად.



პოპულარული გერდები, სადაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბლოგები:

ბლოგის შექმნის ეტაპები
  • გახსენით ბროუზერი და შედით ამ საიტზე www.blogger.com  
·         შეავსეთ  ფორმით შემოთავაზებული ველები  შეიყვანეთ თქვენი gmail  ელ ფოსტის Username და Password; შემდეგ დააჭირეთ  SIGN IN ღილაკს
·         მოიფიქრეთ სათაური თქვენი ბლოგისათვის ( Title)  მაგალითად: ”პორტფილიოშემდგომში შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ  ბლოგის სახელის შეცვლა.  
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის სახელწოდება თემატურად უნდა ემთხვეოდეს  შინაარს.
·         აირჩიეთ ბლოგის მისამართი. მისამართს თქვენ ირჩევთ შეხედულებისამებრ: address (URL) გრაფაში ინგლისურად (მაგალითად Ramesaxeli), ადგილის გამოტოვების გარეშე წერთ სასურველ სახელს.
შემდეგ გრაფის ქვემოთ გამოვა წარწერა This blog address is available (ბლოგის ეს მისამართი ხელმისაწვდომია). ანუ სხვას არ ქავს გამოყენებული უკვე ეს მისამართი. თუ გამოვა წარწერა This blog address is not available (ბლოგის ეს მისამართი არ არის ხელმისაწვდომი). თუ თქვენს მიერ არჩეული სახელწოდება უკვე არსებობს/გამოყენებულია სხვა მომხმარებლის მიერ, გაჩნდება შესაბამისი  შეტყობინება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბლოგის URL მისამართის შეცვლა.
ყურადღება! !! აუცილებელია ბლოგის სახელწოდება ჩაინიშნოთ თქვენს  ჩანაწერების წიგნაკში. მაგალიად იგი ასე უნდა გამოიყურებოდეს :  http:// Ramesaxeli.blogspot.com
ამის შემდეგ შეგიძლიათ აღნიშნული მისამართი მისცეთ მეგობრებს, კოორდინატორებს ან სტუდენტებს. შეგიძლიათ თქვენი ბლოგის მისამართი ლინკის სახით განათავსოთ რომელიმე ვებ-საიტზე და ა.შ.
·         Template (შაბლონი) ველის გასწვრივ გადაათვალიერეთ შემოთავაზებილი მაკეტები. აირჩეით ერთ-ერთი. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ მაკეტის დიზაინი.
·         დააწკაპუნეთ ღილაკზე  Create blog (ბლოგის შექმნა)



ვიდეო ინსტრუქცია
                                          
გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ რამდენიმე ბლოგს საჩვენებლად.
ტესტები და სავარჯიშოები
პორტფოლიო
შემდეგი ჩანაწერით მოგითხრობთ ბლოგის დიზაინისა და დამატებითი ხელსაწყოების შესახებ.
გისურვებთ წარმატებებს!