მინდა წარმოგიდგინოთ მაიქროსოფტის კიდევ ერთი ახალი საპრეზენტაციო პროგრამა
Sway.
როგორ დავიწყოთ მუშაობა?
Sway არის ინტელექტუალური :) პროგრამა რომელიც გეხმარებათ თქვენი მასალების შეგროვებასა და შენახვაში და საშუალებას გაძლევთ თქვენი იდეების ვებ გვერდებზე გავრცელება-გაზიარებაში. ყველას შეგიძლიათ შექმნათ თქვენი Sway და დაამატოთ სურათები, ტექსტები, დოკუმენტები და სხვა. ამისთვის საჭიროა გქონდეთ მაიქროსოფტის ექაუნთი, შეხვიდეთ ამ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
https://sway.com/
1. აჭერთ მწვანე ღილაკს: get started
2. ირჩევთ new
პირველი ისარი არის თქვენი Sway-ს სათაურის ადგილი, მეორე სატიტულო სლაიდის ფონის, მესამეზე დაწკაპუნებით კი ამატებთ შემდეგ სლაიდს
აწკაპებთ სურათის ჩარჩოზე და მარცხენა გვერდზე გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ, რომ დაამატოთ სხვადასხვა გვერდიდან ან თქვენი კომპიუტერიდან სურათები
ირჩევთ სასურველ სურათს და გადათრევით მიგაქვთ ჩარჩოში
შეგიძლიათ, ერთდროულად რამდენიმე სურათი მონიშნოთ და დაამატოთ ზედა პანელიდან add ჩანართით
შემდეგ აწკაპუნებთ სურათზე მითითებულ ღილაკზე და გამოვა სურათის , ტექსტის, მედია ფაილის დასამატებელი ბრძანებები, ირჩევთ სასურველს და ამატებთ
- პირველი არის სათაურის დასამატებელი
- მეორე არის ტექსტური არე
- მესამე სურათების დასამატებელი
- მეოთხე თქვენი კომპიუტერიდან პრეზენტაციებისა და ვიდეო ფაილების დასამატებელი
- მეხუთე სლაიდის დიზაინის შესაცვლელი
ასე ამატებთ სასურველ კონტენტებს და ქმნით პრეზენტაციებს. როდესაც დაასრულებთ და გადაამოწმებთ, სურათზე მითითებული ჩანართიდან შეგიძლიათ, გააზიაროთ ან ბლოგზე ჩააშენოთ კოდით.
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მასში ცვლილების შეტანა, ეს ონლაინ ხდება და არ სჭირდება ცვლილებეს შენახვა. ყველა ცვლილება ავტომატურად ფიქსირდება. დანარჩენში თავადაც ადვილად გაერკვევით. გისურვებთ წარმატებებს!
2 коммент.:
დიდი მადლობა სიახლეების გაზიარებისათვის...რამდენად გამომივა ამის გაკეთება ინგლისურის არცოდნის შემთხვევაში არ ვიცი...ვცდი
დიდი მადლობაააააააააა!!! იმედი მაქვს გავართმევ თავს
Отправить комментарий