Microsoft Office 365 გთავაზობთ მუშაობისა და თანამშრომლობის ახალ გზებს. მისი საშუალებით უადვილესია სწავლების პროცესის ადმინისტრირება. მისი დახმარებით გზავნით ელექტრონულ ფოსტას, ცვლით წერილებს, ქმნით კალენდარს, ახორციელებთ ვიდეოკონფერენციებს, საიმედოდ ინახავთ დოკუმენტებსა და ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. Office 365-ის დახმარებით სწავლება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულნი. Office 365 გამოყენებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა ჩაატაროს ონლაინ მეცადინეობა, ჩაიწეროს გაკვეთილები, გააზიაროს ისინი ან სოციალურ ქსელებში, ან ავტონომიურ რეჟიმში. შესაძლებელია გაზიარებულ დოკუმენტებზე საერთო მუშაობა. შესაძლებელია Microsoft Word, Excel, PowerPoint и OneNote ფაილების ნახვა, რედაქტირება და გაზიარება ონლაინ თქვენს მოსწავლეებთან SharePoint და Office Web Apps-ის საშუალებით. ეს საშუალებას აძლევს პედაგოგებს, შექმნან და გაავრცელონ მოსწავლეთა დავალებები ან პროექტები.
მისი დახმარებით შესაძლებელია:
გაკვეთილების გეგმის შედგენა და მათი სხვა მასწავლებლებისათვის გაზიარება.
მოსწავლეებთან ერთად ერთობლივი ციფრული ჩანაწერების გაკეთება
გაკვეთილების ჩაწერა და სასკოლო ან კლასის ბლოგსა თუ გვერდზე გამოქვეყნება
Lync-ის გამოყენებით ონლაინ ურთიერთობა
რეალურ რეჟიმში ნებისმიერი ადგილიდან ერთობლივი მუშაობა
Excel-სა და OneNote-ში
Lync-ის
გამოყენებით ონლაინ მეცადინეობის ჩატარება
SharePoint-ში დოკუმენტების შენახვა და მათზე წვდომა მობილური ტელეფონებიდან
SharePoint-ში დოკუმენტების შენახვა და მათზე წვდომა მობილური ტელეფონებიდან
ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტების დახმარებით ანგარიშების,
მოხსენებების, ელექტრონული ცხრილებისა და პრეზენტაციების შექმნა
ოპერაციული სისტემასთან თავსებადობა:
Windows 7
Mac OS X 10.5 (Leopard), 10.6 (Snow Leopard), 10.7 (Lion)
Windows Server 2008
თავსებადი ბრაუზერები:
Internet Explorer 8 ან ზევით
ბოლო Firefox
Safari 5 ან ზევით
ბოლო ქრომი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий