Deep Zoom Composer

 ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ უამრავი იდეა გამიჩნდა მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს პროგრამა  აღვიქვი არა მარტო როგორც ვიზუალის გადმოცემის საშუალება, არამედ , როგორც რაღაც მარტივი ამბის გადმოცემისთვის საჭირო ხელსაწყო.
იმისთვის რომ შეგეძლოთ ამ პროგრამით სარგებლობა, საჭიროა კომპიუტერში გადმოწეროთ და დააინსტალიროთ:
Silverlight პლაგინი Deep Zoom Composer-ეს მაიქროსოფტის უფასო ხელსაწყოა და მისი გადმოქაჩვა შეგიძლიათ აქედან.
ამ ხელსაწყოს საშუალებით მშვენივრად შეიძლება რაღაც მარტივი ამბის ციფრულად თხრობა.
 Deep Zoom Composer-ს აქვს სამი სექცია: იმპორტი, შექმნა და ექსპორტი. თავდაპირველად დარწმუნდით, რომ თვენს მოსწავლეებს ზუსტად აქვთ შემუშავებული ისტორია, რომლის გადმოცემასაც აპირებენ სურათების საშუალებით. ამის შემდეგ ვხსნით პროგრამას და ვირჩევთ New Project, დაარქვით პროექტს სახელი და დააჭირეთ ok-ს.




შემდეგ ვაჭერთ იმპორტს და გვერდით მარჯვენა პანელზე add image-ს
სურათები წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული. ფოტოების დამატების შემდეგ აჭერთ compose-ს, დაბლა გამოჩნდება თქვენი დამატებული სურათები. სურათებიდან აირჩიეთ ძირითადი სურათი და დააყენეთ ცენტრში, სურათებთან მუშაობა შეგიძლიათ ამ ხატულების საშუალებით
ძირითადი სურათი გაადიდეთ ლუპის საშუალებით და თქვენი ისტორიის შესაბამისი სურათი დაამატეთ ძირითად სურათზე ,სადაც თქვენ გსურთ რომ გამოჩნდეს შემდეგი ფოტო, მას შემდეგ , რაც მორჩებით სურათის აწყობას, აჭერთ ექსპორტს. პროექტს არქმევთ სახელს და სანამ გამოაქვეყნებთ წინასწარი დათვალიერების ღილაკით ამოწმებთ თქვენს პროექტს.
 საცდელად გავაკეთე ასეთი რამ: ინტერნეტში მოვძებნე სახლის სურათი და ამ სურათის საშუალებით გადმოვეცი, რომ სახლში შეიძლება ისვენებდნენ, მუშაობდნენ, კითხულობდნენ. ყველას შეგიძლიათ სურათის საშუალებით თქვენი ისტორი გადმოსცეთ. აბა, ნახეთ: სახლი

2 коммент.:

Анонимный комментирует...

მადლობა, საინტერესო პროგრამაა!

rusagonashvili@gmail.com комментирует...

მიხარია, რომ მოგეწონათ! წარმატებები!

Отправить комментарий