ცნობისთვის

 მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი- მე არ ვარ არც ინფო მენეჯერი, არც ისტ-ის სპეციალისტი, არც გენიოსობას ვიბრალებ, მე ფილოლოგი ვარ! კოლეგების დახმარება მსურდა და ამიტომ შევქმენი ეს ბლოგი. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს იმათ, ვინც ელექტრონული ფოსტის საშუალებითა და ფეისბუქით არც თუ ისე სასიამოვნო წერილებს მიგზავნით. ვისაც არ მოგწონთ ბლოგი, ნუ გაეცნობით და გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს!

8 коммент.:

ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი) комментирует...

რუსა მე თუ რამ შემიძლია, ამაში დიდი დამსახურება შენია, ძალიან მეხმარები და ყველაფერს გვიზიარებ , რასაც აკეთებ..არასასიამოვნო წერილების მიზეზს მე მხოლოდ ერთ რამეში ვხედავ ადამიანის ”უმადურობა”, მართლა თუ ვერ ხედავენ რამდენს აკეთებ, ნერვების მოშლად არ ღირს! ბევრი მენეჯერი ვერ შეძლებს ამდენს, ისტ-ის მასწავლებელზე რომ არ ვილაპარაკო! შენ საუკეთსო ხარ, ეს არ არის მიკერძოებული საუბარი, შენ ხარ საქართველოს წარმომადგენელი ფორუმზე, მასწავლებელი ექსპერტი ...და ჩემი საყვარელი მეგობარი! წარმატება რუსა, რომელიც 2013 წელმა მოგიტანა გააგსმაგებოდეს!!

თეონა комментирует...

ერთ რამეს დავამატებდი ნინოს კომენტარს: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი..." მადლობა, რუსა, და წარმატებები!

elen комментирует...

აბსოლუტურად ვეთანხმები ნინოც და თეონას, რუსა ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ასე გააგრძელე, სამწუხაროდ ჩვენს კოლეგებს შორის ძალიან ბევრია ინერტული, შესაბამისად მათ აღიზიანებთ კრეატიული, სიახლეების მაძიებელი და სხვებისთვის გამზიარებელი კოლეგები. მითუმეტეს დასაფასებელია, რომ თქვენ ხართ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი! მივესალმები პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს! ყველა სირთულეების მიუხედავად, მომავალი ჩვენია :)

rusagonashvili@gmail.com комментирует...

მიყვარხარ, ნინ, გაიხარე ! <3

rusagonashvili@gmail.com комментирует...

გაკოცე, თეო! <3

rusagonashvili@gmail.com комментирует...

დიდი მადლობა თანადგომისთვის!

დიანა ჩალაძე комментирует...

რუსა,დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ შენ და სხვებიც. თუ რამე შევძელი გამეკეთებინა, მართლა თქვენი დამსახურებაა .პირადად არ გიცნობთ, მაგრამ ძალიან გაფასებთ. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ადამიანები

Отправить комментарий