შეგპირდით და ვასრულებ დანაპირებს :)
ტექსტი
ინსტრუმენტები
ძირითდი ბლოკის ღილაკები
ზედა სამუშაო პანელი
სულ ესაა, გისურვებთ წარმატებას!
გთავაზობთ ახალი საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენების ინსტრუქციას.
1. უნდა შებრძანდეთ https://magic.piktochart.com/-ზე და გაიაროთ რეგისტრაცია გუგლის ან ფეისბუქ მომხმარებლის ანგარიშით
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევათ, დაიწყოთ თქვენი რესურსის გაკეთება( პოსტერი, პრეზენტაცია, ინფოგრაფიკა და ანგარიში). საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე გამზადებული შაბლონი და დაარედაქტიროთ ან შექმნათ თქვენი საკუთარი.
მე გაჩვენებთ ახალი შაბლონის აწყობას. პირველ რიგში ირჩევთ იმ ჩანართს, რის გაკეთებასაც აპირებთ( მე ავირჩიე პრეზენტაცია)
აირჩიეთ ახალი პრეზენტაციის შექმნა
გაგეხსნებათ ასეთი გვერდი
- 1. დაარქვით თქვენს პრეზენტაციას სახელი
- 2. დააკაპუნეთ ცარიელ ფურცელზე, რომ დაიწყოთ მუშაობა
- 3. ამ ჩანართიდან შეგიძლიათ, დაამატოთ პრეზენტაციაში ფიგურები, ფორმები, ხაზები
- 4. ამ ჩანართით ამატებთ თვენთვის სასურველ სურათებს პრეზენტაციაში
- 5. ეს ღილაკი ცვლის პრეზენტაციის ვიზუალურ ფონს
- 6. ამატებთ ტექსტის ჩასაწერ ბლოკს
- 7. ამ ღილაკით ამატებთ დიაგრამებს, რუკებს, ვიდეოებს
- 8. ჩამოსაქაჩი ღილაკი( მაგრამ ეს აქტიურია მხოლოდ ფასიან ვერსიაში)
გრაფიკა
- 1. ფიგურები, ფორმები, ხაზები
- 2. კლიპარტები
- 3. ფოტოები
- 4.ჩარჩოები
სურათების დამატება კომპიუტერიდან
დააწკაპეთ uploads და შემდეგ აირჩიეთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან
პრეზენტაციის ფონი
- 1. ფონის ფერის არჩევა
- 2. ფონის სურათის არჩევა
ტექსტი
- 1.ტექსტის სათაური, დანარჩენები ქვესათაურებისთვის და ძირითადი ტექსტისთვის
- 2. გამზადებული ტექსტური ფრეიმების გამოყენება, რომელთა რედაქტირებაცაა შესაძლებელი
ინსტრუმენტები
- 1 დააწკაპუნეთ დიაგრამებს და აირჩიეთ სასურველი
- 2.დაწკაპუნებით აირჩიეთ სასურველი ქვეყნის რუკა
- 3. დააწკაპუნეთ და გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ჩასვით სასურველი ბმული იუთუბიდან
ძირითდი ბლოკის ღილაკები
- 1. დააწკაპუნეთ ცარიელ ფურცელზე და გამოჩნდება სამუშაო ღილაკები
- 2. ბლოკის დამატება
- 3. ცარიელი ბლოკის დამატება ზევით
- 4. ცარიელი ბლოკის დამატება ქვევით
- 5. ბლოკის კლონირება-დუბლირება
- 6. ბლოკის წაშლა
ზედა სამუშაო პანელი
- 1. ერთი მოქმედებით წინ დაბრუნება
- 2. უკან დაბრუნება
- 3. მოჭრა
- 4.კოპირება
- 5. ჩასმა
- 6. ტექსტის წაშლა
- 7. დამაგრება
- 8. ტექსტის ფერი
- 9. ტექსტის ზომის შემცირება
- 10-11. ტექსტის შრიფტისა და ზომის არჩევა
- 12. ტექსტის მდებარეობა
- 13. ბმულის დადება
- 15. ერთმანეთზე დადებული ფიგურების ან ტექსტისა და ფიგურისათვის ადგილის შერჩევა
- 16. სხვადასხვა ობიექტის შეერთება
სულ ესაა, გისურვებთ წარმატებას!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
6 коммент.:
მოგესალმებით, ვიდეო,ს რომ ვტვირთავ გადმოაქვს, როგორც სურათი და რას არ ვაკეთებ სწორად? მადლობთ, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის...
madloba
ჩემი დაუზარელი რუსა <3
მადლობააა
მადლობააა
მაგარი ხარ. აუცილებლად გამოვიყენებ
Отправить комментарий