ხშირად მიწევს პრეზენტაციების გაკეთება, მახსოვს ჩემი მღელვარება პირველი საჯარო გამოსვლისას და ისიც, როგორ დამეხმარა სხვადასხვა ადამიანის რჩევები, რომ ჩემი გამოსვლა წარმატებული ყოფილიყო. იმედი მაქვს, ეს პოსტი, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ექსპერტთა რჩევებზე დაყრდნობით ვწერ, გამოადგება და დაეხმარება ვინმეს.
1. აუდიტორიას დაანახეთ თქვენი ენთუზიაზმი, მოწადინება, სურვილი
იყავით გულახდილი მსმენელებთან, დასაწყისშივე აუხსენით, რა და რატომაა თქვენთვის მთავარი და აუდიტორია უფრო კეთილგანწყობით და ინტერესით მოგისმენთ.
2. იყავით აუდიტორიის ინტერესზე ორიენტირებული
პრეზენტაციის აწყობისას არ დაგავიწყდეთ სავარაუდო მსმენელთა ინტერესი,პრეზენტაციის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რა აინტერესებს მსმენელს და არა ის, თუ თქვენ რა გსურთ, უთხრათ.
პრეზენტირებისას ყოველთვის მზად იყავით აუდიტორიის კითხვებისთვის და არ დატოვოთ ისინი უპასუხოდ
პრეზენტაცია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები.
3. კონცენტრირდით მთავარ გზავნილზე
პრეზენტაციის აწყობისას მკაფიოდ განსაზღვრეთ მოხსენების ძირითადი გზავნილი.
მთავარი თემა ჩამოყალიბებული უნდა იყოს მკაფიოდ და მოკლედ.
4. გაიღიმეთ და დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან
თითქოს ძალიან ადვილია ამის შესრულება, მაგრამ მომხენებელთა უმეტესობა ამას ვერ ახერხებს . თუ ამას გააკეთებთ, მსმენელი უფრო ყურადღებით მოგისმენთ. თქვენ კი უფრო ნაკლებად ინერვიულებთ.
არასდროს დადგეთ ზურგით მსმენელებთან და არ უყუროთ მხოლოდ სლაიდებს. აუდიტორია თქვენც უნდა გხედავდეთ და თქვენს პრეზენტაციასაც.
5. დაიწყეთ თავდაჯერებულად, ეფექტურად, შთამბეჭდავად
პრეზენტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული მოხსენების დასაწყისზე. დასაწყისშივე უნდა მიიპყროთ მსმენელთა ყურადღება და შეინარჩუნოთ ის მთელი პრეზენტაციის განმავლობაში.
6. გახსოვდეთ პრეზენტაციის ოქროს წესი " 10-20-30"
ამ წესის ავტორია გაი კავასაკი (Apple) .
წესის თანახმად:
- პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 სლიდს;
- პრეზენტაცია არ უნდა გრძელდებოდეს 20 წუთზე მეტს;
- გამოყენებული შრიფტი არ უნდა აღემატებოდეს 30 პუნქტს.
სლაიდებზე დატანილი უნდა იყოს მინიმალური ინფორმაცია, ძირითადი გზავნილები. დანარჩენი ინფორმაცია მომხსენებელმა თავად უნდა მიიტანოს მსმენელამდე.
თუ მეტი ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ, მოამზადეთ ინდივიდუალური დასარიგებელი მასალა და პრეზენტაციის შემდეგ დაურიგეთ მსმენელებს .
თუ მეტი ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ, მოამზადეთ ინდივიდუალური დასარიგებელი მასალა და პრეზენტაციის შემდეგ დაურიგეთ მსმენელებს .
7. შექმენით ისტორია
ისტორიები გვეხმარება ყურადღების მიპყრობასა და რაღაცის გახსენებაში. თუ გამოიყენებთ ასეთი ისტორიებს პრეზენტაციისას, აუდიტორიას ნამდვილად დაამახსოვრდება თქვენი მოხსენება. ამ მეთოდის გამოყენება კარგია დასაწყისშივე. ნუ გადმოსცემთ სათქმელს მშრალი ინფორმაციის სახით, გაამდიდრეთ იგი თემასთან დაკავშირებული ისტორიებით.
8. ეფექტურად გამოიყენეთ თქვენი ხმა
9. გამოიყენეთ თქვენი სხეული (არავერბალური კომუნიკაცია)
კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანთა ურთიერთობის სამი მეოთხედი შედგება არავერბალური კომუნიკაციისაგან
ეს ნიშნავს, რომ როგორც თქვენს ხმას, სხეულის ენასაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციისას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს სხეულს: არ დაიწყოთ ხელები უკან, არ ჩაიწყოთ ჯიბეებში, არ გადაიჯვარედინოთ, არ იქნიოთ წინ და უკან...
იყავით თავდაჯერებული, დაეუფლეთ თქვენს სხეულს, შეგიძლიათ გადაადგილდეთ სცენაზე...
10. მოდუნდით, დამშვიდდით და ისუნთქეთ
თითქოს ძნელია საჯარო გამოსვლისას მოდუნება და დამშვიდება, მაგრამ უნდა შეეცადოთ. კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე. პრეზენტაციისას პერიოდულად გააკეთეთ პაუზები და ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ დამშვიდდებით და თქვენი გამოსვლით თავად მიიღებთ სიამოვნებას, მაშინ აუდიტორიასაც დაეუფლებით და თქვენი პრეზენტაციაც წარმატებით ჩაივლის.
გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციებს!
გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციებს!
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
1 коммент.:
Wow thats really amazing to know the fact and I am sure you will also love my article written here about :what causes chronic back pain Hope so you will love to give me a visit.
Отправить комментарий