Jeopardy Rocks - ვიქტორინის ონლაინ კონსტრუქტორი


სხვა ამგვარი კონსტრუქტორებისგან განსხვავებით აქ არ მოგიწევთ გადმოქაჩვა ან ატვირთვა PowerPoint ფაილების ან ელექტრონული ცხრილების. ვიქტორინის აწყობა შეგიძლიათ პირდაპირ ონლაინ.

ვიქტორინის შესაქმნელად საჭიროა სახელი, პაროლი და კითხვების კატეგორია. კონსტრუქტორი  დააგენერირებს სქემას და თქვენ უბრალოდ უნდა ჩაწეროთ კითხვები და პასუხები. თქვენ შეგიძლიათ  შექმნათ მაქსიმუმ  6 გუნდისთვის მსგავსი ვიქტორინა.

მოგროვებული ქულები დაითვლება ავტომატურად.

შეგიძლიათ ნახოთ ჩემ მიერ შექმნილი თამაშის ნიმუში : ილია ჭავჭავაძის შემოქმედება 

კითხვის ჩასაწერად უნდა დააწკაპუნოთ რომელიმე ღილაკზე, გამოსულ ფანჯარაში ჩაწეროთ კითხვა და პასუხი.


შეურჩიეთ ლოგოტიპი ყველა გუნდს:


შედეგად ყველა გუნდი ღებულობს საკუთარ სიმბოლოს:


მწვანე ფანჯარაში ფიქსირდება სწორი პასუხი, წითელ ფანჯარაში - არასწორი. ( პასუხები გაიცემა ზეპირად ან წერილობით-ფურცლებზე)

პროგრამა უფასოა. არის ფასიანი ვერსიაც, რომელშიც  სურათების დამატებაც შეგიძლიათ.
 ამგვარი ვიქტორინის გამოყენება შეგიძლიათ კლასში როგორც პროექტორის გამოყენებით, ასევე ინტერაქტიულ დაფაზე. 

კონსტრუქტორის  ბმული

როგორ ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში?

მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეთა განვითარებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი ჩართულობის დროს მშობლებს საშუალება ეძლევათ მუდმივად იცოდნენ, რითი არიან დაკავებულები მათი შვილები სკოლაში, როგორ სწავლობენ და შესაძლებლობა აქვთ, დროულად გაუწიონ დახმარება საკუთარ შვილებს  საჭიროების შემთხვევაში. ამგვარი ჩართულობით მათ მუდმივად შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა სასკოლო ატმოსფეროს გაუმჯობესებაში. ცალკე აღებული ყველა მოსწავლის  ეფექტური განვითარება  შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლისა და მშობლის მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
სამწუხაროდ,  ყველა სკოლას არ აქვს შესაძლებლობა    ელექტრონული ჟურნალებისა და დღიურების წარმოების სისტემით ითანამშრომლოს მშობლებთან.  ასეთ პირობებში მთელი პასუხისმგებლობა ისევ პედაგოგზე გადადის .
არსებობს რამდენიმე  ინტერნეტ-პლატფორმა, რომლებიც  მნიშვნელოვნად ამარტივებენ მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობას.

გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს, რომლის  დახმარებითაც შესაძლებელია მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. 

ClassMessenger



ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მშობლებთან ურთიერთობაში. ის შემუშავებულია სპეციალურად  სკოლებისთვის  და მისი გამოყენება შესაძლებელია ანდროიდებზეც.  



ეს სერვისი გთავაზობთ მშობლებთან ურთიერთობის  შემდეგ სახეებს: 

  • შეტყობინების გაგზავნა სურათებითა და დოკუმენტებით;
  • დეტალური ინფორმაციის გაგზავნა საშინაო დავალებაზე;
  • დანიშნული შეხვერებისა და კრებების კალენდარი;
  • ჯგუფური თათბირი;
  • შემოწირულობა;
  • გამოკითხვის ჩატარება პრობლემურ-გადასაწყვეტ საკითხზე;
  • მშობელთა სურვილების, წინადადებების  მიღება.

ყველა ნომერი და პერსონალური ინფორმაცია დაფარულია: არცერთ მონაწილეს არ შეუძლია მასწავლებლის ან მშობლის  ტელეფონის ნომრის ნახვა,  ნომრების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებით.



თუ მენდობით და გაითვალისწინებთ ჩემს აზრს, გირჩევთ, გამოიყენოთ! მნიშვნელოვნად გაიადვილებთ საქმეს. მე ძალიან მომწონს!

Ping Pong - საუკეთესო საშუალება უკუკავშირისთვის

დიდი ხანია მინდოდა, ამ ვებ ინსტრუმენტის შესახებ დამეწერა რამე, მაგრამ ვერ გამოვნახე დრო მოუცლელობის გამო ( თითქოს ახლა მოცლილი ვიყო :) და როგორც იქნა დავაყენე საშველი. მაშ ასე:
ვებ სერვის ეწოდება  Ping Pong-ი და რაღაცით ნამდვილად გვაგონებს   ამ სპორტულ თამაშს თავისი სისწრაფით, ოპერატიულობითა და სიმარტივით.
სხვა უკუკავშირისთვის შექმნილი ინსტრუმენტებისგან განსხვავებით თქვენ არ გჭირდებათ ტესტებისა და ვიქტორინების წინასწარ შედგენა თავად ინსტრუმენტში. სცენარი დაახლოებით ასეთია: აუდიტორიას( კლასს) აძლევთ კითხვას თავისი სავარაუდო პასუხით( ზეპირად ან წერილობით) მოსწავლე ტელეფონით აფიქსირებს სასურველ პასუხს, რომელიც მყისიერად ისახება მასწავლებლის ეკრანზე. საუცხოო საშუალებაა გამოკითხვის ჩასატარებლად, გაკვეთილის შესაჯამებლად, რეფლექსიისთვის, ცოდნის დონის შესამოწმებლად...

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მოირგოთ მასწავლებლის როლი. მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მობილური ტელეფონი და შევიდნენ ვებგვერდზე როგორც მოსწავლეები ან ჩამოტვირთონ აპლიკაცია საკუთარ ანდროიდზე. აპლიკაციის საკუთარ ტელეფონზე დაყენება მასწავლებელსაც შეუძლია, რაც გამოკითხვის ტელეფონით ჩატარების საშუალებას აძლევს მას. 
ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ გამოკითხვისა და ტესტირების ჩატარება. კითხვების დასმა შეგიძლიათ როგორც ზეპირად , ასევე - ტექსის სახით.
გამოკითხვა( დავალება)  შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:


  1. ტესტი (გამოკითხვა) ერთი არჩევითი პასუხით.
  2. ტესტი რამდენიმე არჩევითი პასუხით
  3. ჭეშმარიტია/მცდარია
  4. ტექსტური არე
  5. ჩაწერა ან სურათის ჩასმა

მოსწავლეები კრეფენ საკლასო ოთახის ნომერს( რომელსაც აწვდის მასწავლებელი. ეს ნომერი მასწავლებლის რეგისტრაციისას ავტომატურად ენიჭება) და პასუხობენ წინასწარ მოსმენილ  ან წაკითხულ კითხვას - სმარტფონის ან ნოუთბუქის დისფლეიზე შემოთავაზებული პასუხების ვარიანტიდან ირჩევენ რომელიმეს. მასწავლებელი მყისიერად ნახულობს შედეგებს:



ეკრანზე დაცულია ანონიმურობა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია ნახოს მოსწავლეთა სახელები:






მობილურით გაცემული ყველა პასუხი დუბლირდება ეკრანზე.
 უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ამ ვიდეოებიდან. იმედია, მოგეწონებათ აპლიკაცია და გამოიყენებთ სასწავლო პროცესში.
 Ping Pong  ამ ბმულზე ნახავთ ინსტრუმენტს.





Book Creator


კიდევ ერთი პროგრამა მაიქროსოფტისგან. პროგრამა დასახელებულია 2015 წლის საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტრუმენტად. Book Creator-ის საშუალებით უმარტივესად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ლამაზი ელექტრონული წიგნები თქვენს კომპიუტერებსა და პლანშეტებზე.

შეგიძლიათ:
  • დაამატოთ ტექსტი 40 სხვადასხვა შრიფტის დახმარებით 
  • დაამატოთ სურათები და ვიდეოები თქვენი კომპიუტერის ბიბლიოთეკიდან, ინტერნეტიდან ან გამოიყენოთ ვებ-კამერა 
  • შეცვალოთ გვერდის ზომა სურვილისამებრ 
  • გამოიყენოთ მიკროფონი აუდიო ფაილის დასამატებლად 
  • ფუნჯის საშუალებით შეგიძლიათ დახატვა 
  • აირჩიოთ შესაქმნელი წიგნის ფორმა
მუშაობისთვის საჭიროა Windows 10, Windows 8.1 ოპერაციული სისტემა.

პროგრამის გადაწერა და დაინსტალირება შეგიძლიათ აქედან

ტუტორიალი

სასწავლო რესურსები

იმედი მაქვს, მოგეწონებათ და გამოიყენებთ ამ პროგრამებსა და ვებ-ინსტრუმენტებს:



ქიმიაChemReference: Periodic Table    Little Alchemy     Find The Symbol


დაწყებითებიIXL ;   Common Core Math 1-6 by Sokikom


გეოგრაფიაWorld Map    Map Outlines   geography puzzles    World Countries   Geography puzzles


ბიოლოგია(ანატომია)Anatomy Skills


მათემატიკაPre-Algebra;  Math Training by MathPapa.com ;  4 Numbers game!;  Algebra Lessons by MathPapa.com


საპრეზენტაციო პროგრამა ( რომელი საგანიც გამოიყენებს, იმისთვის :) ) - Biteslide


მსოფლიო ისტორიაWorld History In Context;  The Revolutionary War - Guess My Name


ისტ-იLearning Computing


ინგლისურიPolylogy English (ძალიან კარგია და გირჩევთ, ნახოთ :) )    Pronouns for 2nd to 5th Grade      AbiTalk Nouns, Verbs, Adjectives, Adverbs




განათლების წარმატების ფაქტორები მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელებისათვის

მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალზე გამოქვეყნდა იმ კომპეტენციების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია განათლების სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის. პორტალზე უამრავი ინფორმაცია დევს და თითოელი კომპეტენცია დეტალურადაა განხილული. სამწუხაროდ, მე ყველაფერი ვერ ვთარგმნე, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის თარგმნა და ქართველი მასწავლებლებისთვის გაცნობა. თუ ვინმე ითავებს ამ საქმეს, კარგი იქნება!
ვთარგმნე მხოლოდ "კომპეტენციების ბორბალი"( დახმარებისთვის დიდი მადლობა მარი კვირიკაძეს) და გთავაზობთ მას. ვისაც უფრო მეტის გაგება მოგინდებათ, ეწვიეთ მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალს და იქ ნახავთ ყველაფერს. საიტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით  Education competencies
ჩემი დაინტერესება გამოიწვია კომპეტენციების ჩამონათვალში იუმორის ნახვამ, ამ კომპეტენციის გამოყენება-გამომუშავება უმთავრესი ყოფილა პროფესიული წარმატების მისაღწევად. უფრო მეტს გაეცნობით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიგებთ, გაქვთ თუ არა იუმორის უნარი, როგორ გამოიყენოთ მუშაობისას და სხვა Education competencies: Humor
 ეს კი ჩემი ნათარგმნი "კომპეტენციების ბორბალი"  და გაეცანით :)


უფასო საგანმანათლებლო პროგრამები ანატომიის შესასწავლად

გთავაზობთ რამდენიმე კარგ რესურსს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ადამიანის ანატომია ინტერაქტიული სურათების, თამაშებისა და სავარჯიშოების დახმარებით.

Build-a Body

ამ საიტის დახმარებით მოსწავლეები აწყობენ ადამიანის სხეულს ინტერაქტიული სისტემის დახმარებით. 


BioDigital Human

ამ რესურსით მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის აგებულებას 3დ გრაფიკით, გაცნობის გარდა, თავად შეუძლიათ შექმნან სიმულაციები.

Medical Animations

ეს არის პენსილვანიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე შემოთავაზებული სამედიცინო ანიმაციები

აქ მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის ანატომიასა და ფიზიოლოგიას

Zygote Body

აქ მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დეტალურად შეისწავლონ ადამიანის აგებულება

Healthline Body Maps

აქ მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილს, აშორებენ კანს, აკვირდებიან სისხლძარღვებს და სხვა

Visible Body

3D-ში აკვირდებიან ადამიანის აგებულებას


Anatomy Arcade

ვიდეოს, ფლეშ თამაშებისა და ინტერაქტივის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ ანატომიას

eSkeletons

ეს არის ოსტინის უნივერსიტეტის(ტეხასის შტატი) ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ ადამიანებისა და პრიმატების აგებულების შესწავლას ჩონჩხზე დაკვირვებით

Testmoz



ამ ვებ-ინსტრუმენტით შეგიძლიათ შექმნათ 4 სახის ტესტი: ჭეშმარიტია-მცდარია, ღია ტესტი, არჩევითი პასუხით, რამდენიმე სწორი პასუხით. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, უფასოა, არ არის საჭირო რეგისტრაცია.
 ტესტის გენერატორი შეგიძლიათ იხილოთ აქ   ან დააწკაპეთ სურათზე.

ეფექტური პრეზენტაცია



ხშირად მიწევს პრეზენტაციების გაკეთება, მახსოვს ჩემი მღელვარება პირველი საჯარო გამოსვლისას და ისიც, როგორ დამეხმარა სხვადასხვა ადამიანის რჩევები, რომ ჩემი გამოსვლა წარმატებული ყოფილიყო. იმედი მაქვს, ეს პოსტი, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ექსპერტთა რჩევებზე დაყრდნობით ვწერ, გამოადგება და   დაეხმარება ვინმეს.
1. აუდიტორიას დაანახეთ თქვენი ენთუზიაზმი, მოწადინება, სურვილი 
იყავით გულახდილი მსმენელებთან, დასაწყისშივე აუხსენით, რა და რატომაა თქვენთვის მთავარი    და აუდიტორია უფრო კეთილგანწყობით და ინტერესით  მოგისმენთ.
2. იყავით  აუდიტორიის ინტერესზე ორიენტირებული
 პრეზენტაციის აწყობისას არ დაგავიწყდეთ სავარაუდო მსმენელთა ინტერესი,

პრეზენტაციის მომზადებისას   გაითვალისწინეთ, რა აინტერესებს მსმენელს და არა ის, თუ თქვენ რა გსურთ, უთხრათ.

პრეზენტირებისას ყოველთვის მზად იყავით აუდიტორიის კითხვებისთვის და არ დატოვოთ ისინი უპასუხოდ

პრეზენტაცია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები.

3. კონცენტრირდით მთავარ გზავნილზე

პრეზენტაციის აწყობისას მკაფიოდ განსაზღვრეთ მოხსენების  ძირითადი გზავნილი. 
  
მთავარი თემა ჩამოყალიბებული უნდა იყოს მკაფიოდ  და მოკლედ.

4. გაიღიმეთ და დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან

თითქოს ძალიან ადვილია ამის შესრულება, მაგრამ მომხენებელთა უმეტესობა ამას ვერ ახერხებს . თუ ამას გააკეთებთ, მსმენელი უფრო ყურადღებით მოგისმენთ. თქვენ კი უფრო ნაკლებად ინერვიულებთ.
 არასდროს დადგეთ ზურგით მსმენელებთან და არ უყუროთ მხოლოდ სლაიდებს. აუდიტორია თქვენც უნდა გხედავდეთ და თქვენს პრეზენტაციასაც.  

5. დაიწყეთ თავდაჯერებულად, ეფექტურად, შთამბეჭდავად

პრეზენტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული მოხსენების დასაწყისზე. დასაწყისშივე უნდა მიიპყროთ მსმენელთა ყურადღება და შეინარჩუნოთ ის მთელი პრეზენტაციის განმავლობაში. 

6. გახსოვდეთ პრეზენტაციის ოქროს წესი " 10-20-30" 
ამ წესის ავტორია გაი კავასაკი (Apple) .
წესის თანახმად:
  • პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 სლიდს;
  • პრეზენტაცია არ უნდა გრძელდებოდეს 20 წუთზე მეტს; 
  • გამოყენებული შრიფტი არ უნდა აღემატებოდეს 30 პუნქტს.
სლაიდებზე დატანილი უნდა იყოს მინიმალური ინფორმაცია, ძირითადი გზავნილები. დანარჩენი ინფორმაცია მომხსენებელმა თავად უნდა მიიტანოს მსმენელამდე.
თუ  მეტი ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ, მოამზადეთ ინდივიდუალური დასარიგებელი მასალა და პრეზენტაციის შემდეგ დაურიგეთ მსმენელებს .

7. შექმენით ისტორია
ისტორიები გვეხმარება ყურადღების მიპყრობასა და რაღაცის გახსენებაში. თუ გამოიყენებთ ასეთი ისტორიებს პრეზენტაციისას, აუდიტორიას ნამდვილად დაამახსოვრდება თქვენი მოხსენება. ამ მეთოდის გამოყენება კარგია  დასაწყისშივე. ნუ გადმოსცემთ  სათქმელს მშრალი ინფორმაციის სახით, გაამდიდრეთ იგი თემასთან დაკავშირებული ისტორიებით.

8. ეფექტურად გამოიყენეთ თქვენი ხმა

ცვალეთ საუბრის სისწრაფე, ტონი, ემოციურობა და ამით უფრო საინტერესოს გახდით თქვენს მოხსენებას და მიიპყრობთ მსმენელთა ყურადღებას.

9. გამოიყენეთ თქვენი სხეული (არავერბალური კომუნიკაცია) 

კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანთა ურთიერთობის სამი მეოთხედი შედგება არავერბალური კომუნიკაციისაგან

 ეს ნიშნავს, რომ  როგორც თქვენს ხმას, სხეულის ენასაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციისას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს სხეულს: არ დაიწყოთ ხელები უკან, არ ჩაიწყოთ ჯიბეებში,  არ გადაიჯვარედინოთ, არ იქნიოთ წინ და უკან...

იყავით თავდაჯერებული, დაეუფლეთ თქვენს სხეულს, შეგიძლიათ გადაადგილდეთ სცენაზე... 

10. მოდუნდით, დამშვიდდით და ისუნთქეთ 

თითქოს ძნელია საჯარო გამოსვლისას მოდუნება და დამშვიდება, მაგრამ უნდა შეეცადოთ. კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე. პრეზენტაციისას პერიოდულად გააკეთეთ პაუზები და ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ  დამშვიდდებით და თქვენი გამოსვლით თავად მიიღებთ სიამოვნებას, მაშინ აუდიტორიასაც დაეუფლებით და თქვენი პრეზენტაციაც წარმატებით ჩაივლის.

 გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციებს!


საპრეზენტაციო პროგრამები

სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა პრეზენტაციები და სლაიდ შოუები. მათი  შექმნა მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ძირითად უნარად, რომელსაც უნდა ფლობდეს ყველა წარმატებული პედაგოგი და  მოსწავლე. დღეისათვის მასწავლებლებში ყველაზე პოპულარულია Microsoft PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამა (ჩემი საყვარელი ფავორიტი პროგრამაცაა, რადგან მასში მარტივია მუშაობა და ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს :) ), მაგრამ ამ პოსტით შემოგთავაზებთ სხვა ინსტრუმენტებსაც, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ, უფრო სახალისო, საინტერესო გაკვეთილები მოამზადოთ თქვენი მოსწავლეებისათვის.

10 ონლაინ სერვისი სურათებისა და ინფოგრაფიკის შესაქმნელად

გთვაზობთ სურათებსა და  ინფოგრაფიკაზე მუშაობისათვის საჭირო 10 სერვისის მიმოხილვას, რომლებიც დაგეხმარებათ ხარისხიანი რესურსების შექმნაში.

1. Canva

ამ ინსტრუმენტით ქმნით სურათებს Pinterest, Facebook, Twitter-ისთვის, პრეზენტაციებს, ინფოგრაფიკას და სხვა



2. Picmonkey

ონლაინ სერვისი, რომელიც გეხმარებათ სურათების სწრაფ რედაქტირებაში, ფონის შეცვლაში, სურათებზე საჭირო ობიექტების დამატებაში, კოლაჟის გაკეთებაში და სხვა



ონლაინ სერვერ FotoJet-ის დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე დაწკაპუნებით შექმნათ კოლაჟი სურათებისგან ან აირჩიოთ რომელიმე გამზადებული შაბლონი და გააკეთოთ პოსტერი ან სურათი სოციალური ქსელებისთვის.


 4. Pixlr

რედაქტორში მუშაობა შესაძლებელია სამ ვერსიაში: online, offline და mobile.


მზა შაბლონების დახმარებით ინფოგრაფიკის მომზადება. შესაძლებელია მომზადებული რესურსის კომპიუტერში შენახვა.



ყველაზე მარტივი პოსტერების გენერატორი. თქვენ მოლოდ რაიმე ჭკვიანური ფრაზა ან წინადადება უნდა ჩაწეროთ და აარჩიოთ სასურველი შაბლონი



7. Venngage

კიდევ ერთი ინსტრუმენტი ინფოგრაფიკის შესაქმნელად. შეგიძლიათ მზა შაბლონებისა და სურათების გამოყენება.




8. Quozio

უფასო და მოსახერხებელი სერვისი ციტატებიანი ბარათების შესაქმნელად. დაწერეთ ტექსტი და აირჩიეთ შაბლონი



9. Wordle – ძველი, მაგრამ მშვენიერი სერვისი ტექსტის ვიზუალიზაციისათვის.



Piktochart-საპრეზენტაციო პროგრამა

შეგპირდით და ვასრულებ დანაპირებს :) 

გთავაზობთ ახალი საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენების ინსტრუქციას. 
1. უნდა შებრძანდეთ https://magic.piktochart.com/-ზე და გაიაროთ რეგისტრაცია გუგლის ან ფეისბუქ მომხმარებლის ანგარიშით


რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევათ, დაიწყოთ თქვენი რესურსის  გაკეთება( პოსტერი,  პრეზენტაცია, ინფოგრაფიკა და ანგარიში). საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე გამზადებული შაბლონი და დაარედაქტიროთ ან შექმნათ თქვენი საკუთარი. 
მე გაჩვენებთ ახალი შაბლონის აწყობას. პირველ რიგში ირჩევთ იმ ჩანართს, რის გაკეთებასაც აპირებთ( მე ავირჩიე პრეზენტაცია)


აირჩიეთ ახალი პრეზენტაციის შექმნა


გაგეხსნებათ ასეთი გვერდი

  • 1. დაარქვით თქვენს პრეზენტაციას სახელი
  • 2. დააკაპუნეთ ცარიელ ფურცელზე, რომ დაიწყოთ მუშაობა
  • 3. ამ ჩანართიდან შეგიძლიათ, დაამატოთ პრეზენტაციაში ფიგურები, ფორმები, ხაზები
  • 4. ამ ჩანართით ამატებთ თვენთვის სასურველ სურათებს პრეზენტაციაში
  • 5. ეს ღილაკი ცვლის პრეზენტაციის ვიზუალურ ფონს
  • 6. ამატებთ ტექსტის ჩასაწერ ბლოკს
  • 7. ამ ღილაკით ამატებთ დიაგრამებს, რუკებს, ვიდეოებს
  • 8. ჩამოსაქაჩი ღილაკი( მაგრამ ეს აქტიურია მხოლოდ ფასიან ვერსიაში)


გრაფიკა


  • 1. ფიგურები, ფორმები, ხაზები
  • 2. კლიპარტები
  • 3. ფოტოები
  • 4.ჩარჩოები

სურათების დამატება კომპიუტერიდან


დააწკაპეთ uploads და შემდეგ აირჩიეთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან

პრეზენტაციის ფონი




  • 1. ფონის ფერის არჩევა
  • 2. ფონის სურათის არჩევა


ტექსტი



  • 1.ტექსტის სათაური, დანარჩენები ქვესათაურებისთვის და ძირითადი ტექსტისთვის
  • 2. გამზადებული ტექსტური ფრეიმების გამოყენება, რომელთა რედაქტირებაცაა შესაძლებელი


ინსტრუმენტები




  • 1 დააწკაპუნეთ  დიაგრამებს და აირჩიეთ სასურველი
  • 2.დაწკაპუნებით აირჩიეთ სასურველი ქვეყნის რუკა
  • 3. დააწკაპუნეთ და გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ჩასვით სასურველი ბმული იუთუბიდან

ძირითდი ბლოკის ღილაკები



  • 1. დააწკაპუნეთ  ცარიელ ფურცელზე და გამოჩნდება სამუშაო ღილაკები
  • 2. ბლოკის დამატება
  • 3. ცარიელი ბლოკის დამატება ზევით
  • 4. ცარიელი ბლოკის დამატება ქვევით
  • 5. ბლოკის კლონირება-დუბლირება
  • 6. ბლოკის წაშლა

 ზედა სამუშაო პანელი


  • 1. ერთი მოქმედებით წინ დაბრუნება
  • 2. უკან დაბრუნება
  • 3. მოჭრა
  • 4.კოპირება
  • 5. ჩასმა
  • 6. ტექსტის წაშლა
  • 7. დამაგრება
  • 8. ტექსტის ფერი
  • 9. ტექსტის ზომის შემცირება
  • 10-11. ტექსტის შრიფტისა და ზომის არჩევა
  • 12. ტექსტის მდებარეობა
  • 13. ბმულის დადება
  • 15. ერთმანეთზე დადებული ფიგურების ან ტექსტისა და ფიგურისათვის ადგილის შერჩევა
  • 16. სხვადასხვა ობიექტის შეერთება


 სულ ესაა, გისურვებთ წარმატებას!

საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი ტელეფონისთვის

 შესაძლებლობა გაქვთ, გადმოწეროთ მაიქროსოფტის სხვადასხვა პროგრამა თქვენი ტელეფონისთვის და გაიმარტივოთ მუშაობის პროცესი. ყველაფერი ძალიან ადვილია. დააწკაპუნეთ ქვემოთ დადებულ სურათს და გახსნილი გვერდიდან  გადმოწერეთ სასურველი ინსტრუმენტი(play market-ში შედით მობილური ტელეფონებით) . არჩევანი დიდია. წარმატებები!


ტექნოლოგიების როლი პროფესიების არჩევისას


უფროსკლასელებს მუდამ უჭირთ პროფესიის არჩევა. როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში?

Sway
შესთავაზეთ მოსწავლეებს, აირჩიონ პროფესიები და მოამზადონ პრეზენტაციები გრაფიკული გამოსახულებებით, სურათებით, ვიდეოებით, არჩეული სფეროში ცნობილი ადამიანების გამონათქვამებით. Sway-ს დახმარებით დავალება იქცევა საინტერესო კვლევად და არც ბევრ დროს დაკარგავენ მის მომზადებაში ბავშვები.

Skype in classroom
მოელაპარაკეთ სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ ადამიანებს კონფერენციის გამართვაზე, Skype in classroom-ის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის საიტერესო პროფესიების დადებითსა და უარყოფით მხარეებს.

Professions – პროგრამა-ცნობარი
რამდენ პროფესიას იცნობთ? შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს პროგრამა დამხმარე მასალად. მოსწავლეები გაიგებენ, რა ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტი, რისი სწავლა მოუწევს არჩეული პროფესიის დასაუფლებლად და სხვა .

Professions – პროგრამა-ცნობარი



mindmap


ეს არის გონებრივი რუკის, ცნების სქემის, გონებრივი იერიშის შესადგენი ონლაინ პროგრამა. ვფიქრობ, მშვენივრად გამოიყენებთ ყველა საგნის მასწავლებელი. ამ სახით ძალიან კარგი იქნება ახალი მასალის ახსნა ან შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება. დაგეზოგებათ ქაღალდიც, ცარციც, მარკერიც და ასე შემდეგ :) :) ვინაიდან შესაძლებელია ამ ონლაინ რუკების გაზიარება მოსწავლეებისათვის ერთობლივი მუშაობისა და კოლაბორაციისათვის. მუშაობა ძალიან ადვილია, პროგრამაში უამრავი გამზადებული შაბლონია, თქვენ მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით სასურველი ტექსტური ცვლილება უნდა შეიტანოთ. გაჩვენებთ 2 სხვადასხვა პროგრამაში აწყობილ გონებრივ რუკას, ორივე მოსახერხებელი პროგრამაა.

პირველი:XMind-მისი ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ამ მისამართიდან: https://www.xmind.net/

ეს ამ პროგრამაში აწყობილი რუკაა და შენახული სურათის ფორმატში

მეორე:
შებრძანდით ამ ბმულზე: http://mind42.com/, გაიარეთ რეგისტრაცია და დაიწყეთ მუშაობა. ეს კი ამ პროგრამაში აწყობილი ონლაინ რუკაა




 შეგიძლიათ თქვენი რუკა სხვადასხვა სახით გააზიაროთ: შექმნათ ჯგუფი, გააზიაროთ ყველასთვის და თანამშრომლობისთვის მოიწვიოთ მასწავლებლები და მოსწავლეები