Ping Pong - საუკეთესო საშუალება უკუკავშირისთვის

დიდი ხანია მინდოდა, ამ ვებ ინსტრუმენტის შესახებ დამეწერა რამე, მაგრამ ვერ გამოვნახე დრო მოუცლელობის გამო ( თითქოს ახლა მოცლილი ვიყო :) და როგორც იქნა დავაყენე საშველი. მაშ ასე:
ვებ სერვის ეწოდება  Ping Pong-ი და რაღაცით ნამდვილად გვაგონებს   ამ სპორტულ თამაშს თავისი სისწრაფით, ოპერატიულობითა და სიმარტივით.
სხვა უკუკავშირისთვის შექმნილი ინსტრუმენტებისგან განსხვავებით თქვენ არ გჭირდებათ ტესტებისა და ვიქტორინების წინასწარ შედგენა თავად ინსტრუმენტში. სცენარი დაახლოებით ასეთია: აუდიტორიას( კლასს) აძლევთ კითხვას თავისი სავარაუდო პასუხით( ზეპირად ან წერილობით) მოსწავლე ტელეფონით აფიქსირებს სასურველ პასუხს, რომელიც მყისიერად ისახება მასწავლებლის ეკრანზე. საუცხოო საშუალებაა გამოკითხვის ჩასატარებლად, გაკვეთილის შესაჯამებლად, რეფლექსიისთვის, ცოდნის დონის შესამოწმებლად...

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მოირგოთ მასწავლებლის როლი. მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მობილური ტელეფონი და შევიდნენ ვებგვერდზე როგორც მოსწავლეები ან ჩამოტვირთონ აპლიკაცია საკუთარ ანდროიდზე. აპლიკაციის საკუთარ ტელეფონზე დაყენება მასწავლებელსაც შეუძლია, რაც გამოკითხვის ტელეფონით ჩატარების საშუალებას აძლევს მას. 
ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ გამოკითხვისა და ტესტირების ჩატარება. კითხვების დასმა შეგიძლიათ როგორც ზეპირად , ასევე - ტექსის სახით.
გამოკითხვა( დავალება)  შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:


  1. ტესტი (გამოკითხვა) ერთი არჩევითი პასუხით.
  2. ტესტი რამდენიმე არჩევითი პასუხით
  3. ჭეშმარიტია/მცდარია
  4. ტექსტური არე
  5. ჩაწერა ან სურათის ჩასმა

მოსწავლეები კრეფენ საკლასო ოთახის ნომერს( რომელსაც აწვდის მასწავლებელი. ეს ნომერი მასწავლებლის რეგისტრაციისას ავტომატურად ენიჭება) და პასუხობენ წინასწარ მოსმენილ  ან წაკითხულ კითხვას - სმარტფონის ან ნოუთბუქის დისფლეიზე შემოთავაზებული პასუხების ვარიანტიდან ირჩევენ რომელიმეს. მასწავლებელი მყისიერად ნახულობს შედეგებს:



ეკრანზე დაცულია ანონიმურობა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია ნახოს მოსწავლეთა სახელები:






მობილურით გაცემული ყველა პასუხი დუბლირდება ეკრანზე.
 უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ამ ვიდეოებიდან. იმედია, მოგეწონებათ აპლიკაცია და გამოიყენებთ სასწავლო პროცესში.
 Ping Pong  ამ ბმულზე ნახავთ ინსტრუმენტს.





0 коммент.:

Отправить комментарий