ვისაც მოგწყინდათ powerpoin პრეზენტაციებით თქვენი გაკვეთილების
გამრავალფეროვნება და ეძებთ ახალ პროგრამას, ნამდვილად გაგიმართლათ. ამისთვის
შეგიძლიათ გამოიყენოთ Sway - პროგრამა უფასოა და მუშაობის დაწყებამდე
არ საჭიროებს ჩამოქაჩვასა და დაინსტალირებას,
მუშაობს ყველა ბროუზერში და მოწყობილობაზე. Sway - ს
დახმარებით უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმაც და მოსწავლემაც. ამ
პროგრამის გაცნობის შემდეგ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მისი
სრულყოფილად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მის მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ
პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც ერთი ვებ სივრცე, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ
სხვადასხვა რესურსები, ნებისმიერ დროს
შეგიძლიათ შეიტანოთ მასში ცვლილება, ამისთვის არ არის საჭირო ძველი რესურსის წაშლა
და ახლის ატვირთვა, პროგრამა თავად ინახავს ყველა შეტანილ ცვლილებას,
გამოქვეყნებული პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და
ნებისმიერი მოწყობილობიდან. მასში შეიძლება
ატვირთოთ თქვენი სხვა
პრეზენტაციები და თავის მხრივ შეიძლებ ამ
პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაციის თქვენს ნებისმიერ ბლოგზე ჩაშენება. ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენც და
მოსწავლეებმაც, როგორც:
- საპრეზენტაციო პროგრამა,
- მასში შეიძლება ჩავსვათ
ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები, კითხვები.
- ის შეიძლება გამოვიყენოთ
სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად,
- სხვადასხვა კვლევებისა და
გამოკითხვების შედეგების საჩვენებლად,
- თქვენი პორტფოლიოს
შესაქმნელად, მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ჩემი საცდელად გაკეთებული პორტფოლიო,
- მოყვეთ საკუთარი თავის ან სხვის შესახებ,
- იმუშაოთ ისტორიულ წყაროებზე (
მაგალითად , პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენს წყაროებზე
დაყრდნობით შესრულებულ სამუშაოებს),
- პროექტების წარსადგენად,
- სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ
თემის შესწავლის დასრულების შემდეგ , შესაძლებელია, მოსწავლეებმა ამ სახით
გადმოსცენ შესწავლილის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები,
- კოლეგებს გაუზიაროთ
გამოცდილება,
- გამოიყენოთ შებრუნებული
საკლასო ოთახის სწავლების პრინციპით.
დასასრულს გაჩვენებთ ჩემ მიერ მომზადებულ გაკვეთილს ამ პროგრამაში.
გაკვეთილის თემაა: "ხვარამზეს
ლექსი" ( ხალხური)
0 коммент.:
Отправить комментарий