ამ სტატიაში ვისაუბრებ სწავლების ინოვაციური მეთოდის შესახებ, რომელიც სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში ხარისხის ნიშანი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეთოდოლოგიის სახელია შებრუნებული საკლასო ოთახი. ასევე მოკლედ გაგაცნობთ იმ პროექტს, რომლის განხორციელების მიზანიც ამ მეთოდით სწავლების დანერგვა.
ყველამ ვიცით, როგორ ტარდება ტრადიციული გაკვეთილი: საშინაო დავალების შემოწმება, შემდეგ ახალი თემის ახსნა და ამის შემდეგ მასალის გამტკიცება. მაგრამ ტექნოლოგიების საუკუნეში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება , ისეთი სისწრაფით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ გვიწევს მთელი ძალით სირბილი, იმავე ადგილას რომ არ დავრჩეთ. აი, წინ წასასვლელად კი...
შესაძლებელია თუ არა, რომ ამ პირობებში ისევე ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორც ვასწავლიდით გუშინ? თანამედროვე სკოლებისთვის საჭიროა ახალი, სრულიად სხვაგვარი საგანმანათლებლო პირობები, რომლებიც მიმართული იქნება მოსწავლეების მიერ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარების შესწავლა-გამომუშავებისაკენ, საკუთარი საქმიანობის დაგეგმარებისა და იდეების ეფექტური განვითარებისაკენ. მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან უნდა გადაიქცეს ცოდნის აქტიურ მომპოვებლად, ჭეშმარიტების მაძიებლად, აღმომჩენად, მოაზროვნედ, შემქმნელად. სწავლების ახალი ფორმის წარმოქმნის წინაპირობები:
1. გაკვეთილზე მოსწავლეთა პასიურობა; 2. ახალი ისტ ტექნოლოგიები; 3. მასწავლებლის როლის ცვლილება; 4. თეორიების დაზეპირების უარყოფა; 5. ახალი პიროვნული კომპეტენციები:
|
ძველ საგანმანათლებლო სისტემას აქვს უდიდესი უპირატესობა, რომლის უარყოფაც არ ღირს. ეს არის მასწავლებელი. მასწავლებელი, რა თქმა უნდა, რჩება საგანმანათლებლო პროცესში, მაგრამ მისი როლი რადიკალურად იცვლება. შებრუნებულ საკლასო ოთახით სწავლებას აქვს თავისი ძლიერი მხარე და ეს არის უპირველეს ყოვლისა ინდივიდუალური სწავლება. ტრადიციულ გაკვეთილზე მასწავლებელი ახალ მასალას უხსნის მთელ კლასს ერთდროულად. მასალის ახსნის პროცესში კონკრეტულმა მოსწავლემ გაიგო თუ არა რამე, გაირკვევა შემდეგ გაკვეთილზე, საშინაო დავალების შემოწმებისას. თუ აღმოჩნდება რომ ვერ გაიგო, მიიღებს არადამაკმაყოფილებელ ნიშანს და ითვლება, რომ ეს მისი ბრალია, რადგან არ მოისმინა სათანადოდ ახსნილი მასალა. მოსწავლე კლასში ბევრია და მასწავლებელს ყველასთვის დრო არ რჩება. სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქმნება შებრუნებული საკლასო ოთახის ფორმით სწავლებისას, სადაც მასწავლებელი უშუალოდ კონტაქტობს თითოეულ მოსწავლესთან. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ ის თავად არის პასუხისმგებლები საკუთარ ცოდნა-განათლებაზე. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ცოდნის მიღების ფორმის არჩევის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ამ არჩეული ფორმის სწავლების სისტემაში დანერგვა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია . |
შერეულ სწავლებაში იგულისხმება ტექნოლოგია, რომელიც ხორციელდება პირისპირი და ელექტრონული სწავლების ფორმის შერწყმით.
შერეული სწავლების ყველაზე პოპულარული ფორმაა - შებრუნებული საკლასო ოთახი.
შებრუნებული საკლასო ოთახის იდეა წარმოიშვა 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შებრუნებული საკლასო ოთახის ფუძემდებლებად ითვლებიან ჯონათან ბერგმანი და არონ სემსი, მათვე მოიგონეს ტერმინი და პირველებმაც თავად გამოსცადეს ეს მეთოდი. შებრუნებული საკლასო ოთახის ძირითადი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა, რომელიც მოსწავლესთან ან სტუდენტთან პირისპირ შეხვედრის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.
შებრუნებული ხდება თვითონ სწავლების პროცესი.
შებრუნებული კლასი კოლაბორაციული და ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ცვლის, ისე, რომ მოსწავლეებს ახალი სასწავლო მასალა სწავლების მართვის სისტემაში, კლასში შეხვედრამდე მიეწოდებათ. ისინი უყურებენ მცირე ვიდეოებს/ვოდკასტებს, აწყობენ ონლაინ დისკუსიებს და იკვლევენ მასალას სახლში, ხოლო კლასში შეხვედრები კი აქტიური სწავლების პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება. შებრუნებული კლასი არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია(და არა ვიდეოგაკვეთილები!), რომელიც ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ ათვისებაში. სწავლების პროცესი( ინფორმაციის მიწოდება, ახალი მასალის ახსნა...) კლასიდან ინაცვლებს სახლში, საგაკვეთილო პროცესი კი გადაიქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია მის მაღალ ჩართულობაზე.
შერეული სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები რეალურად ჩართონ საგაკვეთილო პროცესში და უბრალოდ მასწავლებლის ლექციური ნაწილის მოსმენით არ იყვნენ დაკავებულები. ამ მეთოდით იცვლება საშინაო დავალების შინაარსი და გაკვეთილზე მუშაობის პროცესი. სახლში რამდენიმე მაგალითის ამოხსნისა და შესრულების მაგივრად, როდესაც დიდი სურვილის მიუხედავად, იშვიათადაა შესაძლებელი კონსულტაციისა და დახმარების მიღება და უფრო ადვილია დავალების გადაწერა დილით სკოლაში თანაკლასელისგან, მოსწავლეებს ეძლევათ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე. ძირითადად ესაა თემასთან დაკავშირებული სასწავლო ვიდეო, რომელიც ან თავად მასწავლებლის შექმნილია , ან ინტერნეტშია მოძიებული.(მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესია, მასწავლებელი თავად ამზადებდეს ასეთ მასალას, შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში რამდენიმეჯერ სხვისი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს ისეთი შედეგიანი არ იქნება, როგორც მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული მასწავლებლის მიერ მომზადებული სპეციალური გაკვეთილები) ამ მეთოდით მასწავლებელი გაკვეთილზე ორგანიზებას უწევს შესასწავლ თემატიკასთან დაკავშირებულ ერთობლივ საქმიანობებს: ამოცანების გადაჭრა, მინი პროექტების შექმნას, ალგორითმების შედგენას, ექსპერიმენტების ჩატარებას და სხვა.
მასწავლებელი ცოდნის მიღების მთავარი წყაროდან ხდება ფასილიტატორი, მოსწავლე კი ცოდნის მომხმარებლიდან - საგანმანათლებლო პროცესის აქტიური მონაწილე.
შებრუნებული საკლასო ოთახი აბრუნებს სწავლების ტრადიციულ მეთოდებს, მასალის გადაცემა, ახსნა ხდება საკლასო ოთახის მიღმა, ხოლო საშინაო დავალება სრულდება გაკვეთილზე.
უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ შერეულის სწავლების ტექნოლოგიას. ჩვენს ქვეყანაშიც არის მცდელობა ამგვარი სწავლების ფორმის დანერგვის. 2017 წლის აპრილიდან, საკონსულტაციო კომპანია „მაინდვორქსი“ კოლეჯებში „ბლექსი“ და „ერქვანი“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიას ნერგავს. პროექტი 9 თვის განმავლობაში გრძელდება და მასში ჩართულია 5 სხვადასხვა საგნის პედაგოგი. 2017-2018 სასწავლო წლისთვის ისინი თავიანთ საგნებს „შეაბრუნებენ“ .
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში ამ მეთოდით სწავლების დანერგვის პირველი დიდი სისტემური მცდელობაა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ნოვატორი პედაგოგები ატარებენ ამგვარ გაკვეთილებს, მაგრამ ეს არ არის მეთოდოლოგიის დანერგვა. მეთოდოლოგიის დანერგვა არ გულისხმობს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის „შებრუნებას“, არამედ სრული საგნის ახლებურად სწავლებას, რაც დასაწყისში საკმაოდ შრომატევადია და მასწავლებლის მხრიდანაც დიდ ენთუზიაზმს მოითხოვს.
შებრუნებული საკლასო ოთახის მახასიათებლები:
|
როგორ მუშაობს ეს სასწავლო პროცესისას?
1. მასწავლებლები ამზადებენ რამდენიმე ვიდეო ლექციას კვირაში( ეს შეიძლება იყოს როგორც მზა ლექციები, ასევე მასწავლებლის მიერ შექმნილი) და დებენ მას ქსელში. . 2. მოსწავლეები სახლში უყურებენ, უსმენენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ ლექციებს, რაც საშუალებას აძლევთ მათ, რომ აითვისონ მასალა საკუთრი ტემპით, არ იყვნენ შეზღუდულები საგაკვეთილო დროით, ეძლევათ საშუალება იურთიერთონ თანატოლებთანა და მასწავლებელთან, გამოიყენონ ონლაინ სადისკუსიო სისტემები. თუ სახლში არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, შეუძლიათ სკოლის ინტერნეტი გამოიყენონ. 3.საგაკვეთილო დრო გამოიყენება ლაბორატორიული სამუშაოების ან სხვა სასწავლო საქმიანობისათვის. მაგალითად, საშინაო დავალებების შესასრულებლად 4. მოსწავლეები იყოფიან მინი ჯგუფებად არა მხოლოდ მომზადებისა და აკადემიური მოსწრების დონის მიხედვით, არამედ ყურების მოყვარულთა, წერის მოყვარულთა, კითხვის მოყვარულთა ჯგუფებად. ამ ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია მათი დაჯგუფება ამა თუ იმ შესაბამისი დავალების შესასრულებლად..
პირობითი „მკითხველები“ სხდებიან ერთად წასაკითხად, „მწერლები“ გააკეთებენ რაიმე ჩანაწერებს, ხოლო ვინც უპირატესობას ანიჭებს ვიზუალურ კონტენტს - უყურებენ ვიდეოს. შემდეგ შესაძლებელია მათი გადაჯგუფება. ამგვარად, სხვადასხვა ჯგუფს ეძლევა აზროვნებისა და ინფორმაციის მიღების ახლებური პერსპექტივები. თავდაპირველად აუცილებელია იმ უნარ-ჩვევების გამოყენება, რომლებიც მათ უფრო კარგად აქვთ განვითარებული, შემდეგ კი უნდა ვცადოთ სხვა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება.
რა უპირატესობას იძლევა ამგვარი მეთოდით სწავლება?
1. მასწავლებელს უფრო მეტი დრო აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს და აუხსნას მათ შესასწავლის მასალის ის განყოფილებები, რომლებიც მათთვის რთული აღმოჩნდება.
რასაკვირველია, მასწავლებელს სჭირდება დამატებითი მომზადება, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც დაიწყებს ამგვარი სამუშაოს ორგანიზებას. მაგრამ ეს ამად ღირს!
2. მოსწავლეები, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ტრადიციული სისტემით სწავლებისას, არ ცდილობენ დავალების შეუსრულებლობას იმ მიზეზით, რომ გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნისას ვერაფერი გაიგეს. ახლა მათ უკვე შეუძლიათ რამდენიმეჯერ ნახონ ერთი და იგივე მასალა მანამდე, ვიდრე არ გაიგებენ მას. 3. ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ მოსწავლეები ინიშნავენ გაჩენილ კითხვებს და მასწავლებელი უხსნის მას ინდივიდუალურად. ტრადიციული საშინაო დავალება სრულდება კლასში მასწავლებლის მხარდაჭერითა და დახმარებით. 4. მასწავლებელი თავად ამზადებს სასწავლო ვიდეოს ან ელექტრონულ რესურსს ან „სესხულობს“ კოლეგისგან. 5. მასწავლებელს გაკვეთილზე შესაძლებლობა აქვს ხარისხიანად წარმართოს სასწავლო საქმიანობა, სხვადასხვა აქტივობებში ჩართოს მთელი კლასი. |
უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ შერეულის სწავლების ტექნოლოგიას. ჩვენს ქვეყანაშიც არის მცდელობა ამგვარი სწავლების ფორმის დანერგვის. 2017 წლის აპრილიდან, საკონსულტაციო კომპანია „მაინდვორქსი“ კოლეჯებში „ბლექსი“ და „ერქვანი“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიას ნერგავს. პროექტი 9 თვის განმავლობაში გრძელდება და მასში ჩართულია 5 სხვადასხვა საგნის პედაგოგი. 2017-2018 სასწავლო წლისთვის ისინი თავიანთ საგნებს „შეაბრუნებენ“ .
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოში ამ მეთოდით სწავლების დანერგვის პირველი დიდი სისტემური მცდელობაა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ნოვატორი პედაგოგები ატარებენ ამგვარ გაკვეთილებს, მაგრამ ეს არ არის მეთოდოლოგიის დანერგვა. მეთოდოლოგიის დანერგვა არ გულისხმობს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის „შებრუნებას“, არამედ სრული საგნის ახლებურად სწავლებას, რაც დასაწყისში საკმაოდ შრომატევადია და მასწავლებლის მხრიდანაც დიდ ენთუზიაზმს მოითხოვს.
სამწუხაროდ, ლიტერატურა შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის შესახებ ქართულ ენაზე არ არის, თუმცა ამ პროექტის ერთ- ერთი მიზანი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაც არის, რომელსაც გამოიყენებენ შებრუნებული საკლასო ოთახის დანერგვის მსურველი პედაგოგები. უფრო მეტი ამ პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ Facebook-ის გვერდზე „შებრუნებული საკლასო ოთახი“ ინგლისური ენის ცოდნა და ტექნოლოგიური უნარები არის ძირითადი გამოწვევები მასწავლებლებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვისთვის, ამიტომ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიისა და შესაბამისი ინსტრუმენტების ქართულენოვანი ინსტრუქციები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბარიერებს და ქართველი მასწავლებლებისთვის შექმნის ინოვაციური განათლების მეთოდების ათვისების უკეთეს შესაძლებლობებს.
13 წესი კლასის სწავლების ახალ მეთოდზე გადასაყვანად -- შებრუნებული სწავლება
რაც უნდა გავაკეთოთ:
1. შექმენით მოსწავლეებისათვის საავტორო მასალა ვიდეო პრეზენტაციების ფორმით, რომელთა დახმარებითაც ისინი ისწავლიან არასაგაკვეთილო დროს..
2. გააკეთეთ არჩევანი სასწავლო პროცესის მართვის რომელიმე სისტემის სასარგებლოდ.
3. გამოიყენეთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ICT) ინსტრუმენტები, როგორიცაა გაფართოებული რეალობის (Augmented Reality), მყისიერი უკუკავშირისა და ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რაც მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს. (Kahoot, instant feedback, Aurazma...)
4. დასახელეთ ზუსტი ბოლო ვადა დავალების შესასრულებლად.
5. უზრუნველყავით ყველა მოსწავლის წვდომა ციფრულ მასალაზე. გამოსავალი შეიძლება იყოს ყველა საჭირო ინფორმაციის დისკზე ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერა.
6. გაუგზავნეთ მოსწავლეთა მშობლებს ელექტრონული წერილები, სადაც აუხსნით მათ სწავლების ახალი მოდელის არსს. იყავით მზად კითხვებზე პასუხის გასაცემად. არ გაგიკვირდეთ, თუ სწავლების ინოვაციური მეთოდი არ მოეწონება ბევრ მშობელს, რომლებიც თვლიან, რომ მასწავლებლის დანიშნულებაა მათი შვილებისთვის გაკვეთილზე მასალის „დაღეჭვა“. ახალი მეთოდის წარმატებით დანერგვა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დარწმუნდებიან მშობლები მეთოდის ეფექტურობაში.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
7. ნუ იფიქრებთ, რომ მოსწავლეები თქვენ მიერ მომზადებულ მასალას უყურებენ ან მოუსმენენ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე უთხარით.
8. ნუ გეგონებათ, რომ ყველა მოსწავლე უკეთ გაართმევს თავს საკლასო დავალებას, თუ წვდომა ექნებათ მასალაზე სახლიდან. დამოუკიდებელი სწავლების დროის გაზრდის ფონზე იზრდება დიფერენცირებული დავალებების სირთულეების მიხედვით მიცემის აუცილებლობა, რადგან შესაძლებელია, ზოგმა ყველაფერი გაიგოს, ზოგისთვის რთული აღსაქმელი აღმოჩნდეს სასწავლო მასალა.
9. ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველა კოლეგა მხარს დაგიჭერთ ახალი მეთოდის დანერგვისას.
10.ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკლასო მეცადინეობის ფორმა, რომელსაც ითვალისწინებს ახალი მეთოდი, არ პასუხობს სტანდარტულ მოთხოვნებს. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ მეთოდით ჩაატაროთ შესაფასებლად გაკვეთილი, წინასწარ დაურიგეთ შემფასებლებს სრული ინფორმაცია მეთოდის შესახებ, რადგან ეს მეთოდი ითვალისწინებს მცირე მოცულობის ინფორმაციის გადაცემას გაკვეთილზე, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენი კვალიფიკაციის შეფასებისას.
11. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალები აქტუალური იქნება მრავალი წლის განმავლობაში. ახალი მეთოდიკა მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როდესაც მოსწავლეთა მოთხოვნებისა და სურვილების მიხედვით მუდმივად ახლდება ინფორმაცია.
12. ნუ იფიქრებთ, რომ შებრუნებული კლასი არის ვიდეოგაკვეთილები, ის არის ინტერაქციული გაკვეთილი ჯგუფურ სივრცეში. მთელი მცდელობები არის მიმართული იმისკენ რომ ჯგუფური სივრცე იყოს: საინტერესო, შინაარსიანი და ემსახურებოდეს მიზანს.
13. ნუ იფიქრებთ, რომ შებრუნებული საკლასო ოთახი სასწავლო კონტენტის და საკლასო აქტივობების ვიდეოლექციებით ჩანაცვლებაა. შებრუნებული საკლასო ოთახის ძირითადი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა, რომელიც მოსწავლესთან ან სტუდენტთან პირისპირ შეხვედრის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.
გამოყენებული მასალა:
http://ii.library.jhu.edu/tag/inverted-classroom/
https://www.e-teaching.org/lehrszenarien/vorlesung/inverted_classroom
https://cft.vanderbilt.edu/guides-sub-pages/flipping-the-classroom/

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
1 коммент.:
Отправить комментарий