გთავაზობთ რამდენიმე კარგ რესურსს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ადამიანის ანატომია ინტერაქტიული სურათების, თამაშებისა და სავარჯიშოების დახმარებით.
Build-a Body
ეს არის პენსილვანიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე შემოთავაზებული სამედიცინო ანიმაციები
Build-a Body
ამ საიტის დახმარებით მოსწავლეები აწყობენ ადამიანის სხეულს ინტერაქტიული სისტემის დახმარებით.
BioDigital Human
BioDigital Human
ამ რესურსით მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის აგებულებას 3დ გრაფიკით, გაცნობის გარდა, თავად შეუძლიათ შექმნან სიმულაციები.
Medical Animations
Medical Animations
აქ მოსწავლეები ეცნობიან ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილს, აშორებენ კანს, აკვირდებიან სისხლძარღვებს და სხვა
Visible Body
Visible Body
ეს არის ოსტინის უნივერსიტეტის(ტეხასის შტატი) ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ ადამიანებისა და პრიმატების აგებულების შესწავლას ჩონჩხზე დაკვირვებით
ამ ვებ-ინსტრუმენტით შეგიძლიათ შექმნათ 4 სახის ტესტი: ჭეშმარიტია-მცდარია, ღია ტესტი, არჩევითი პასუხით, რამდენიმე სწორი პასუხით. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, უფასოა, არ არის საჭირო რეგისტრაცია.
ტესტის გენერატორი შეგიძლიათ იხილოთ აქ ან დააწკაპეთ სურათზე.
ეფექტური პრეზენტაცია
суббота, 14 мая 2016 г. -
1 коммент.
ხშირად მიწევს პრეზენტაციების გაკეთება, მახსოვს ჩემი მღელვარება პირველი საჯარო გამოსვლისას და ისიც, როგორ დამეხმარა სხვადასხვა ადამიანის რჩევები, რომ ჩემი გამოსვლა წარმატებული ყოფილიყო. იმედი მაქვს, ეს პოსტი, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ექსპერტთა რჩევებზე დაყრდნობით ვწერ, გამოადგება და დაეხმარება ვინმეს.
1. აუდიტორიას დაანახეთ თქვენი ენთუზიაზმი, მოწადინება, სურვილი
იყავით გულახდილი მსმენელებთან, დასაწყისშივე აუხსენით, რა და რატომაა თქვენთვის მთავარი და აუდიტორია უფრო კეთილგანწყობით და ინტერესით მოგისმენთ.
2. იყავით აუდიტორიის ინტერესზე ორიენტირებული
პრეზენტაციის აწყობისას არ დაგავიწყდეთ სავარაუდო მსმენელთა ინტერესი,პრეზენტაციის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რა აინტერესებს მსმენელს და არა ის, თუ თქვენ რა გსურთ, უთხრათ.
პრეზენტირებისას ყოველთვის მზად იყავით აუდიტორიის კითხვებისთვის და არ დატოვოთ ისინი უპასუხოდ
პრეზენტაცია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები.
3. კონცენტრირდით მთავარ გზავნილზე
პრეზენტაციის აწყობისას მკაფიოდ განსაზღვრეთ მოხსენების ძირითადი გზავნილი.
მთავარი თემა ჩამოყალიბებული უნდა იყოს მკაფიოდ და მოკლედ.
4. გაიღიმეთ და დაამყარეთ ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან
თითქოს ძალიან ადვილია ამის შესრულება, მაგრამ მომხენებელთა უმეტესობა ამას ვერ ახერხებს . თუ ამას გააკეთებთ, მსმენელი უფრო ყურადღებით მოგისმენთ. თქვენ კი უფრო ნაკლებად ინერვიულებთ.
არასდროს დადგეთ ზურგით მსმენელებთან და არ უყუროთ მხოლოდ სლაიდებს. აუდიტორია თქვენც უნდა გხედავდეთ და თქვენს პრეზენტაციასაც.
5. დაიწყეთ თავდაჯერებულად, ეფექტურად, შთამბეჭდავად
პრეზენტაციის წარმატება დიდადაა დამოკიდებული მოხსენების დასაწყისზე. დასაწყისშივე უნდა მიიპყროთ მსმენელთა ყურადღება და შეინარჩუნოთ ის მთელი პრეზენტაციის განმავლობაში.
6. გახსოვდეთ პრეზენტაციის ოქროს წესი " 10-20-30"
ამ წესის ავტორია გაი კავასაკი (Apple) .
წესის თანახმად:
- პრეზენტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 სლიდს;
- პრეზენტაცია არ უნდა გრძელდებოდეს 20 წუთზე მეტს;
- გამოყენებული შრიფტი არ უნდა აღემატებოდეს 30 პუნქტს.
სლაიდებზე დატანილი უნდა იყოს მინიმალური ინფორმაცია, ძირითადი გზავნილები. დანარჩენი ინფორმაცია მომხსენებელმა თავად უნდა მიიტანოს მსმენელამდე.
თუ მეტი ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ, მოამზადეთ ინდივიდუალური დასარიგებელი მასალა და პრეზენტაციის შემდეგ დაურიგეთ მსმენელებს .
თუ მეტი ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ, მოამზადეთ ინდივიდუალური დასარიგებელი მასალა და პრეზენტაციის შემდეგ დაურიგეთ მსმენელებს .
7. შექმენით ისტორია
ისტორიები გვეხმარება ყურადღების მიპყრობასა და რაღაცის გახსენებაში. თუ გამოიყენებთ ასეთი ისტორიებს პრეზენტაციისას, აუდიტორიას ნამდვილად დაამახსოვრდება თქვენი მოხსენება. ამ მეთოდის გამოყენება კარგია დასაწყისშივე. ნუ გადმოსცემთ სათქმელს მშრალი ინფორმაციის სახით, გაამდიდრეთ იგი თემასთან დაკავშირებული ისტორიებით.
8. ეფექტურად გამოიყენეთ თქვენი ხმა
9. გამოიყენეთ თქვენი სხეული (არავერბალური კომუნიკაცია)
კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანთა ურთიერთობის სამი მეოთხედი შედგება არავერბალური კომუნიკაციისაგან
ეს ნიშნავს, რომ როგორც თქვენს ხმას, სხეულის ენასაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციისას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს სხეულს: არ დაიწყოთ ხელები უკან, არ ჩაიწყოთ ჯიბეებში, არ გადაიჯვარედინოთ, არ იქნიოთ წინ და უკან...
იყავით თავდაჯერებული, დაეუფლეთ თქვენს სხეულს, შეგიძლიათ გადაადგილდეთ სცენაზე...
10. მოდუნდით, დამშვიდდით და ისუნთქეთ
თითქოს ძნელია საჯარო გამოსვლისას მოდუნება და დამშვიდება, მაგრამ უნდა შეეცადოთ. კონცენტრირდით საკუთარ სუნთქვაზე. პრეზენტაციისას პერიოდულად გააკეთეთ პაუზები და ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ დამშვიდდებით და თქვენი გამოსვლით თავად მიიღებთ სიამოვნებას, მაშინ აუდიტორიასაც დაეუფლებით და თქვენი პრეზენტაციაც წარმატებით ჩაივლის.
გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციებს!
გისურვებთ წარმატებულ პრეზენტაციებს!
საპრეზენტაციო პროგრამები
четверг, 12 мая 2016 г.
In
#MIEExpert
-
1 коммент.
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა პრეზენტაციები და სლაიდ შოუები. მათი შექმნა მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ძირითად უნარად, რომელსაც უნდა ფლობდეს ყველა წარმატებული პედაგოგი და მოსწავლე. დღეისათვის მასწავლებლებში ყველაზე პოპულარულია Microsoft PowerPoint საპრეზენტაციო პროგრამა (ჩემი საყვარელი ფავორიტი პროგრამაცაა, რადგან მასში მარტივია მუშაობა და ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს :) ), მაგრამ ამ პოსტით შემოგთავაზებთ სხვა ინსტრუმენტებსაც, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ, უფრო სახალისო, საინტერესო გაკვეთილები მოამზადოთ თქვენი მოსწავლეებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს! იმედი მაქვს, რომელიმე მოგეწონებათ!
- Google Slides
- Zoho Show
- Slides
- Prezi
- Canva
- Swipe
- Haiku Deck
- Bunkr
- Slidebean
- Deckset
- PowerPoint Online
- SlideShare
- Speaker Deck
- SlideDog
- Poll Everywhere
- Presentain
- Present.me
- Knovio
- VoiceThread
- HelloSlide
- PhotoSnack
- SlideBomb
- Live Presentations
- KinetiCast
- GoAnimate
- Emaze
- Swipe
- Slideful
- Reel
- PhotoShow
- PhotoPeach
- muvee Cloud
- Magisto
- Kizoa
- Hello Slide
- Emaze
- Biteslide
- AuthorStream
- 9slides
- Slide.ly
10 ონლაინ სერვისი სურათებისა და ინფოგრაფიკის შესაქმნელად
понедельник, 9 мая 2016 г. -
3
коммент.
გთვაზობთ სურათებსა და ინფოგრაფიკაზე მუშაობისათვის საჭირო 10 სერვისის მიმოხილვას, რომლებიც დაგეხმარებათ ხარისხიანი რესურსების შექმნაში.
1. Canva
ამ ინსტრუმენტით ქმნით სურათებს Pinterest, Facebook, Twitter-ისთვის, პრეზენტაციებს, ინფოგრაფიკას და სხვა
2. Picmonkey
ონლაინ სერვისი, რომელიც გეხმარებათ სურათების სწრაფ რედაქტირებაში, ფონის შეცვლაში, სურათებზე საჭირო ობიექტების დამატებაში, კოლაჟის გაკეთებაში და სხვა
რედაქტორში მუშაობა შესაძლებელია სამ ვერსიაში: online, offline და mobile.
მზა შაბლონების დახმარებით ინფოგრაფიკის მომზადება. შესაძლებელია მომზადებული რესურსის კომპიუტერში შენახვა.
7. Venngage
კიდევ ერთი ინსტრუმენტი ინფოგრაფიკის შესაქმნელად. შეგიძლიათ მზა შაბლონებისა და სურათების გამოყენება.
8. Quozio
უფასო და მოსახერხებელი სერვისი ციტატებიანი ბარათების შესაქმნელად. დაწერეთ ტექსტი და აირჩიეთ შაბლონი
1. Canva
ამ ინსტრუმენტით ქმნით სურათებს Pinterest, Facebook, Twitter-ისთვის, პრეზენტაციებს, ინფოგრაფიკას და სხვა
ონლაინ სერვერ FotoJet-ის დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე დაწკაპუნებით შექმნათ კოლაჟი სურათებისგან ან აირჩიოთ რომელიმე გამზადებული შაბლონი და გააკეთოთ პოსტერი ან სურათი სოციალური ქსელებისთვის.
4. Pixlr
5. Easel.ly
6. Recitethis
ყველაზე მარტივი პოსტერების გენერატორი. თქვენ მოლოდ რაიმე ჭკვიანური ფრაზა ან წინადადება უნდა ჩაწეროთ და აარჩიოთ სასურველი შაბლონი
7. Venngage
კიდევ ერთი ინსტრუმენტი ინფოგრაფიკის შესაქმნელად. შეგიძლიათ მზა შაბლონებისა და სურათების გამოყენება.
8. Quozio
უფასო და მოსახერხებელი სერვისი ციტატებიანი ბარათების შესაქმნელად. დაწერეთ ტექსტი და აირჩიეთ შაბლონი
9. Wordle – ძველი, მაგრამ მშვენიერი სერვისი ტექსტის ვიზუალიზაციისათვის.
10. Vector paint
Piktochart-საპრეზენტაციო პროგრამა
воскресенье, 8 мая 2016 г. -
6
коммент.
შეგპირდით და ვასრულებ დანაპირებს :)
ტექსტი
ინსტრუმენტები
ძირითდი ბლოკის ღილაკები
ზედა სამუშაო პანელი
სულ ესაა, გისურვებთ წარმატებას!
გთავაზობთ ახალი საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენების ინსტრუქციას.
1. უნდა შებრძანდეთ https://magic.piktochart.com/-ზე და გაიაროთ რეგისტრაცია გუგლის ან ფეისბუქ მომხმარებლის ანგარიშით
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევათ, დაიწყოთ თქვენი რესურსის გაკეთება( პოსტერი, პრეზენტაცია, ინფოგრაფიკა და ანგარიში). საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე გამზადებული შაბლონი და დაარედაქტიროთ ან შექმნათ თქვენი საკუთარი.
მე გაჩვენებთ ახალი შაბლონის აწყობას. პირველ რიგში ირჩევთ იმ ჩანართს, რის გაკეთებასაც აპირებთ( მე ავირჩიე პრეზენტაცია)
აირჩიეთ ახალი პრეზენტაციის შექმნა
გაგეხსნებათ ასეთი გვერდი
- 1. დაარქვით თქვენს პრეზენტაციას სახელი
- 2. დააკაპუნეთ ცარიელ ფურცელზე, რომ დაიწყოთ მუშაობა
- 3. ამ ჩანართიდან შეგიძლიათ, დაამატოთ პრეზენტაციაში ფიგურები, ფორმები, ხაზები
- 4. ამ ჩანართით ამატებთ თვენთვის სასურველ სურათებს პრეზენტაციაში
- 5. ეს ღილაკი ცვლის პრეზენტაციის ვიზუალურ ფონს
- 6. ამატებთ ტექსტის ჩასაწერ ბლოკს
- 7. ამ ღილაკით ამატებთ დიაგრამებს, რუკებს, ვიდეოებს
- 8. ჩამოსაქაჩი ღილაკი( მაგრამ ეს აქტიურია მხოლოდ ფასიან ვერსიაში)
გრაფიკა
- 1. ფიგურები, ფორმები, ხაზები
- 2. კლიპარტები
- 3. ფოტოები
- 4.ჩარჩოები
სურათების დამატება კომპიუტერიდან
დააწკაპეთ uploads და შემდეგ აირჩიეთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან
პრეზენტაციის ფონი
- 1. ფონის ფერის არჩევა
- 2. ფონის სურათის არჩევა
ტექსტი
- 1.ტექსტის სათაური, დანარჩენები ქვესათაურებისთვის და ძირითადი ტექსტისთვის
- 2. გამზადებული ტექსტური ფრეიმების გამოყენება, რომელთა რედაქტირებაცაა შესაძლებელი
ინსტრუმენტები
- 1 დააწკაპუნეთ დიაგრამებს და აირჩიეთ სასურველი
- 2.დაწკაპუნებით აირჩიეთ სასურველი ქვეყნის რუკა
- 3. დააწკაპუნეთ და გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ჩასვით სასურველი ბმული იუთუბიდან
ძირითდი ბლოკის ღილაკები
- 1. დააწკაპუნეთ ცარიელ ფურცელზე და გამოჩნდება სამუშაო ღილაკები
- 2. ბლოკის დამატება
- 3. ცარიელი ბლოკის დამატება ზევით
- 4. ცარიელი ბლოკის დამატება ქვევით
- 5. ბლოკის კლონირება-დუბლირება
- 6. ბლოკის წაშლა
ზედა სამუშაო პანელი
- 1. ერთი მოქმედებით წინ დაბრუნება
- 2. უკან დაბრუნება
- 3. მოჭრა
- 4.კოპირება
- 5. ჩასმა
- 6. ტექსტის წაშლა
- 7. დამაგრება
- 8. ტექსტის ფერი
- 9. ტექსტის ზომის შემცირება
- 10-11. ტექსტის შრიფტისა და ზომის არჩევა
- 12. ტექსტის მდებარეობა
- 13. ბმულის დადება
- 15. ერთმანეთზე დადებული ფიგურების ან ტექსტისა და ფიგურისათვის ადგილის შერჩევა
- 16. სხვადასხვა ობიექტის შეერთება
სულ ესაა, გისურვებთ წარმატებას!
საგანმანათლებლო პროგრამები თქვენი ტელეფონისთვის
понедельник, 2 мая 2016 г. -
0
коммент.
შესაძლებლობა გაქვთ, გადმოწეროთ მაიქროსოფტის სხვადასხვა პროგრამა თქვენი ტელეფონისთვის და გაიმარტივოთ მუშაობის პროცესი. ყველაფერი ძალიან ადვილია. დააწკაპუნეთ ქვემოთ დადებულ სურათს და გახსნილი გვერდიდან გადმოწერეთ სასურველი ინსტრუმენტი(play market-ში შედით მობილური ტელეფონებით) . არჩევანი დიდია. წარმატებები!
Подписаться на:
Сообщения (Atom)