კედევ ერთი ახალი ხელსაწყო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს Microsoft-ისგან. ჩემი აზრით, ძალიან კარგი, საჭირო და გამოსაყენებელი. Snip tool (მაკრატელი) ბევრი მასწავლებლისთვისაა ცნობილი, დიდი ხანია არსებობს ეს პროგრამა და მისი დახმარებით სქრინშოთებს ვაკეთებდით, მაგრამ რაც ამ ახალ მაკრატელს შეუძლია, ეს საოცრებაა :)
რატომ დავჯერდეთ მხოლოდ ჩვენებას, როცა შეგვიძლია, ვაჩვენოთ, ავხსნათ და მოვყვეთ ერთდროულად?- ასეთი მაპროვოცირებელი კითხვაა გამოტანილი ამ პროგრამის ჩამოსაქაჩ გვერდზე. პროგრამა გვთვაზობს რეალობად ვაქციოთ ჩვენი იდეა სამი ან ნაკლები ნაბიჯით.
ეს ნაბიჯებია:
- "სნიპირება" :) მონიშვნა თქვენთვის საჭირო ნებისმიერი დიალოგური ფანჯრის ან თქვენი დესკტოპის ეკრანის;
- ანოტირება და ხატვა ციფრული კალმით;
- გაზიარება URL ბმულის სახით ან MP4 ვიდეო ფორმატში
აქვე ნაჩვენებია ვიდეოები მაკრატლის გამოყენების სხვადასხვა სიტუაციებით:
- ჯეიმს ფედერიკო როგორ აჩვენებს წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს მის სახლამდე მისასვლელ გზას;
- გაიატრი ჩანდრაკარანი(პედაგოგი) როგორ ანაწილებს სქემებს დაფაზე უკუკავშირის მისაღებად
- როგორ აჩვენებს აღმზრდელი გაზეთებისგან აწყობილ თვითმფრინავის სურათს;
- ტიფანი დინი როგორ წარმოადგენს sway-ს სასწავლო ინსტრუქციას
- ტემი დანბარი როგორ აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლეს, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლას აცდენს;
- თმარა სალივანი როგორ ხსნის ალიტერაციას
თუ მე მენდობით, მშვენიერი ხელსაწყოა და უახლოეს მომავალში დავდებ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსს ამ პროგრამის გამოყენებით.
პროგრამის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: https://mix.office.com/en-us/snip?previewvrg
იმედია, დაგაინტერესეთ! :)
0 коммент.:
Отправить комментарий