კიდევ ერთი ახალი სერვისი მაიქროსოფტისგან მათთვის, ვისაც აქვს მაიქროსოფტის ანგარიში. ეს არის Docs.com. მაიქროსოფტის ამ ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია საოფისე დოკუმენტების გამოქვეყნება ისე, რომ შეგეძლოთ ინტერნეტში მათი მონახვა და გაზიარება. მისი საშუალებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით PowerPoint, Word, Excel, ofice Mix da PDF ფორმატის დოკუმენტების გამოქვეყნება, გაზიარება, ერთობლივი მუშაობა, თავდაპირველი სახით, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, დესკტოპზე ამ ვებ-გვერდიდან მასალის ჩამოტვირთვა.
ამ ვებ-გვერდის გამოყენება რომ დაიწყოთ, საჭიროა შებრძანდეთ Docs.com-ზე, გაიაროთ რეგისტრაცია თქვენი მაიქროსოფტის ანგარიშით (ვისაც გაქვთ ჩემი ტერენინგები გავლილი, ყველას გაქვთ მაიქროსოფტის ანგარიში გახსნილი :) ) და დაიწყოთ მუშაობა. ეს ძალიან მარტივია. სურათების საშუალებით გაჩვენებთ მუშაობის პრინციპს.
ამ ვებ-გვერდის გამოყენება რომ დაიწყოთ, საჭიროა შებრძანდეთ Docs.com-ზე, გაიაროთ რეგისტრაცია თქვენი მაიქროსოფტის ანგარიშით (ვისაც გაქვთ ჩემი ტერენინგები გავლილი, ყველას გაქვთ მაიქროსოფტის ანგარიში გახსნილი :) ) და დაიწყოთ მუშაობა. ეს ძალიან მარტივია. სურათების საშუალებით გაჩვენებთ მუშაობის პრინციპს.
მას შემდეგ, რაც ერთჯერადად გაივლით რეგისტრაციას, თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება ზემოთ მოცემულ სურათზე ასახული ჩანართები. ეს არის თქვენი პირადი სამუშაო გვერდი. როგორც ხედავთ მასალის ატვირთვა შეგიძლიათ: 1)კომპიუტერიდან; 2) ვანდრაივიდან; 3) სვეიდან; 4) ოფის მიქსის გალერეადან
აწკაპუნებთ თქვენთვის საჭირო ჩანართს მოცემული ოთხი ღილაკიდან და ახალ დიალოგურ ფანჯარაში ირჩევთ სასურველ რესურსს. ზემოთა სურათზე ნაჩვენებია კომპიუტერიდან არჩევის ვარიანტი
აირჩევთ რესურსს და ავსებთ მოცემულ გრაფებს. სათაური ავტომატურად ჩაიწერება ველში, დანარჩენი ველები თქვენ უნდა შეავსოთ ან მონიშნოთ. წერთ ავტორის ვინაობასა და რესურსის მოკლე აღწერილობას
ლიცენზიაში აუცილებლად უთითებთ რომელიმე ნიშნულს. ამ ველის საშუალებით ან აძლევთ სხვას ამ დოკუმენტზე მუშაობის საშუალებას, ან -არა. შეგიძლიათ შექმნათ გალერეა, დათაგოთ რესურსი, რათ ადვილი იყოს მისი მოძებნა საძიებო სიტყვის მიხედვით, აირჩიოთ სასურველი ენა, მისცეთ დამთვალიერებელს კომენტარის დატოვებისა და რესურსის ჩამოქაჩვის ფუნქცია, ან არ მისცეთ :) და დააჭიროთ ღილაკს "დასრულებულია"( done)
ამის შემდეგ გამოჩნდება გაზიარების სხვადასხვა ხერხი: ბმულის გაზიარება, ფეისბუქზე გაზიარება, ტვიტერში გაზიარება, ელექტრონული ფოსტით გაზიარება. ირჩევთ სასურველს და აწკაპუნებთ done-ს.
ესაა სულ :) გისურვებთ წარმატებებს!
Snip
среда, 2 сентября 2015 г.
In
microsoft
-
0
коммент.
კედევ ერთი ახალი ხელსაწყო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს Microsoft-ისგან. ჩემი აზრით, ძალიან კარგი, საჭირო და გამოსაყენებელი. Snip tool (მაკრატელი) ბევრი მასწავლებლისთვისაა ცნობილი, დიდი ხანია არსებობს ეს პროგრამა და მისი დახმარებით სქრინშოთებს ვაკეთებდით, მაგრამ რაც ამ ახალ მაკრატელს შეუძლია, ეს საოცრებაა :)
რატომ დავჯერდეთ მხოლოდ ჩვენებას, როცა შეგვიძლია, ვაჩვენოთ, ავხსნათ და მოვყვეთ ერთდროულად?- ასეთი მაპროვოცირებელი კითხვაა გამოტანილი ამ პროგრამის ჩამოსაქაჩ გვერდზე. პროგრამა გვთვაზობს რეალობად ვაქციოთ ჩვენი იდეა სამი ან ნაკლები ნაბიჯით.
ეს ნაბიჯებია:
რატომ დავჯერდეთ მხოლოდ ჩვენებას, როცა შეგვიძლია, ვაჩვენოთ, ავხსნათ და მოვყვეთ ერთდროულად?- ასეთი მაპროვოცირებელი კითხვაა გამოტანილი ამ პროგრამის ჩამოსაქაჩ გვერდზე. პროგრამა გვთვაზობს რეალობად ვაქციოთ ჩვენი იდეა სამი ან ნაკლები ნაბიჯით.
ეს ნაბიჯებია:
- "სნიპირება" :) მონიშვნა თქვენთვის საჭირო ნებისმიერი დიალოგური ფანჯრის ან თქვენი დესკტოპის ეკრანის;
- ანოტირება და ხატვა ციფრული კალმით;
- გაზიარება URL ბმულის სახით ან MP4 ვიდეო ფორმატში
აქვე ნაჩვენებია ვიდეოები მაკრატლის გამოყენების სხვადასხვა სიტუაციებით:
- ჯეიმს ფედერიკო როგორ აჩვენებს წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს მის სახლამდე მისასვლელ გზას;
- გაიატრი ჩანდრაკარანი(პედაგოგი) როგორ ანაწილებს სქემებს დაფაზე უკუკავშირის მისაღებად
- როგორ აჩვენებს აღმზრდელი გაზეთებისგან აწყობილ თვითმფრინავის სურათს;
- ტიფანი დინი როგორ წარმოადგენს sway-ს სასწავლო ინსტრუქციას
- ტემი დანბარი როგორ აძლევს საშინაო დავალებას მოსწავლეს, რომელიც ავადმყოფობის გამო სკოლას აცდენს;
- თმარა სალივანი როგორ ხსნის ალიტერაციას
თუ მე მენდობით, მშვენიერი ხელსაწყოა და უახლოეს მომავალში დავდებ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსს ამ პროგრამის გამოყენებით.
პროგრამის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: https://mix.office.com/en-us/snip?previewvrg
იმედია, დაგაინტერესეთ! :)
Подписаться на:
Сообщения (Atom)