Jeopardy Rocks - ვიქტორინის ონლაინ კონსტრუქტორი


სხვა ამგვარი კონსტრუქტორებისგან განსხვავებით აქ არ მოგიწევთ გადმოქაჩვა ან ატვირთვა PowerPoint ფაილების ან ელექტრონული ცხრილების. ვიქტორინის აწყობა შეგიძლიათ პირდაპირ ონლაინ.

ვიქტორინის შესაქმნელად საჭიროა სახელი, პაროლი და კითხვების კატეგორია. კონსტრუქტორი  დააგენერირებს სქემას და თქვენ უბრალოდ უნდა ჩაწეროთ კითხვები და პასუხები. თქვენ შეგიძლიათ  შექმნათ მაქსიმუმ  6 გუნდისთვის მსგავსი ვიქტორინა.

მოგროვებული ქულები დაითვლება ავტომატურად.

შეგიძლიათ ნახოთ ჩემ მიერ შექმნილი თამაშის ნიმუში : ილია ჭავჭავაძის შემოქმედება 

კითხვის ჩასაწერად უნდა დააწკაპუნოთ რომელიმე ღილაკზე, გამოსულ ფანჯარაში ჩაწეროთ კითხვა და პასუხი.


შეურჩიეთ ლოგოტიპი ყველა გუნდს:


შედეგად ყველა გუნდი ღებულობს საკუთარ სიმბოლოს:


მწვანე ფანჯარაში ფიქსირდება სწორი პასუხი, წითელ ფანჯარაში - არასწორი. ( პასუხები გაიცემა ზეპირად ან წერილობით-ფურცლებზე)

პროგრამა უფასოა. არის ფასიანი ვერსიაც, რომელშიც  სურათების დამატებაც შეგიძლიათ.
 ამგვარი ვიქტორინის გამოყენება შეგიძლიათ კლასში როგორც პროექტორის გამოყენებით, ასევე ინტერაქტიულ დაფაზე. 

კონსტრუქტორის  ბმული

როგორ ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში?

მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეთა განვითარებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი ჩართულობის დროს მშობლებს საშუალება ეძლევათ მუდმივად იცოდნენ, რითი არიან დაკავებულები მათი შვილები სკოლაში, როგორ სწავლობენ და შესაძლებლობა აქვთ, დროულად გაუწიონ დახმარება საკუთარ შვილებს  საჭიროების შემთხვევაში. ამგვარი ჩართულობით მათ მუდმივად შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა სასკოლო ატმოსფეროს გაუმჯობესებაში. ცალკე აღებული ყველა მოსწავლის  ეფექტური განვითარება  შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლისა და მშობლის მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
სამწუხაროდ,  ყველა სკოლას არ აქვს შესაძლებლობა    ელექტრონული ჟურნალებისა და დღიურების წარმოების სისტემით ითანამშრომლოს მშობლებთან.  ასეთ პირობებში მთელი პასუხისმგებლობა ისევ პედაგოგზე გადადის .
არსებობს რამდენიმე  ინტერნეტ-პლატფორმა, რომლებიც  მნიშვნელოვნად ამარტივებენ მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობას.

გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს, რომლის  დახმარებითაც შესაძლებელია მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. 

ClassMessenger



ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მშობლებთან ურთიერთობაში. ის შემუშავებულია სპეციალურად  სკოლებისთვის  და მისი გამოყენება შესაძლებელია ანდროიდებზეც.  



ეს სერვისი გთავაზობთ მშობლებთან ურთიერთობის  შემდეგ სახეებს: 

  • შეტყობინების გაგზავნა სურათებითა და დოკუმენტებით;
  • დეტალური ინფორმაციის გაგზავნა საშინაო დავალებაზე;
  • დანიშნული შეხვერებისა და კრებების კალენდარი;
  • ჯგუფური თათბირი;
  • შემოწირულობა;
  • გამოკითხვის ჩატარება პრობლემურ-გადასაწყვეტ საკითხზე;
  • მშობელთა სურვილების, წინადადებების  მიღება.

ყველა ნომერი და პერსონალური ინფორმაცია დაფარულია: არცერთ მონაწილეს არ შეუძლია მასწავლებლის ან მშობლის  ტელეფონის ნომრის ნახვა,  ნომრების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებით.



თუ მენდობით და გაითვალისწინებთ ჩემს აზრს, გირჩევთ, გამოიყენოთ! მნიშვნელოვნად გაიადვილებთ საქმეს. მე ძალიან მომწონს!