ვიქტორინის შესაქმნელად საჭიროა სახელი, პაროლი და კითხვების კატეგორია. კონსტრუქტორი დააგენერირებს სქემას და თქვენ უბრალოდ უნდა ჩაწეროთ კითხვები და პასუხები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მაქსიმუმ 6 გუნდისთვის მსგავსი ვიქტორინა.
მოგროვებული ქულები დაითვლება ავტომატურად.
შეგიძლიათ ნახოთ ჩემ მიერ შექმნილი თამაშის ნიმუში : ილია ჭავჭავაძის შემოქმედება
კითხვის ჩასაწერად უნდა დააწკაპუნოთ რომელიმე ღილაკზე, გამოსულ ფანჯარაში ჩაწეროთ კითხვა და პასუხი.
შეურჩიეთ ლოგოტიპი ყველა გუნდს:
შედეგად ყველა გუნდი ღებულობს საკუთარ სიმბოლოს:
მწვანე ფანჯარაში ფიქსირდება სწორი პასუხი, წითელ ფანჯარაში - არასწორი. ( პასუხები გაიცემა ზეპირად ან წერილობით-ფურცლებზე)
პროგრამა უფასოა. არის ფასიანი ვერსიაც, რომელშიც სურათების დამატებაც შეგიძლიათ.
ამგვარი ვიქტორინის გამოყენება შეგიძლიათ კლასში როგორც პროექტორის გამოყენებით, ასევე ინტერაქტიულ დაფაზე.
კონსტრუქტორის ბმული
როგორ ჩავრთოთ მშობლები სასკოლო ცხოვრებაში?
четверг, 1 декабря 2016 г. -
0
коммент.
მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეთა განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი ჩართულობის დროს
მშობლებს საშუალება ეძლევათ მუდმივად იცოდნენ, რითი არიან დაკავებულები მათი შვილები
სკოლაში, როგორ სწავლობენ და შესაძლებლობა აქვთ, დროულად გაუწიონ დახმარება საკუთარ
შვილებს საჭიროების შემთხვევაში. ამგვარი ჩართულობით მათ მუდმივად შეუძლიათ საკუთარი წვლილის
შეტანა სასკოლო ატმოსფეროს გაუმჯობესებაში. ცალკე აღებული ყველა მოსწავლის ეფექტური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლისა და მშობლის მჭიდრო
თანამშრომლობის გზით.
სამწუხაროდ, ყველა სკოლას არ აქვს შესაძლებლობა
ელექტრონული
ჟურნალებისა და დღიურების წარმოების სისტემით ითანამშრომლოს მშობლებთან. ასეთ პირობებში მთელი პასუხისმგებლობა ისევ პედაგოგზე
გადადის .
არსებობს რამდენიმე
ინტერნეტ-პლატფორმა, რომლებიც მნიშვნელოვნად
ამარტივებენ მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობას.
გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მშობელთა ჩართვა სასკოლო
ცხოვრებაში.
ClassMessenger
ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მშობლებთან ურთიერთობაში.
ის შემუშავებულია სპეციალურად სკოლებისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია ანდროიდებზეც.
ეს სერვისი გთავაზობთ მშობლებთან ურთიერთობის შემდეგ სახეებს:
- შეტყობინების გაგზავნა სურათებითა და დოკუმენტებით;
- დეტალური ინფორმაციის გაგზავნა საშინაო დავალებაზე;
- დანიშნული შეხვერებისა და კრებების კალენდარი;
- ჯგუფური თათბირი;
- შემოწირულობა;
- გამოკითხვის ჩატარება პრობლემურ-გადასაწყვეტ საკითხზე;
- მშობელთა სურვილების, წინადადებების მიღება.
ყველა ნომერი და პერსონალური ინფორმაცია დაფარულია:
არცერთ მონაწილეს არ შეუძლია მასწავლებლის ან მშობლის ტელეფონის ნომრის ნახვა, ნომრების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმებით.
თუ მენდობით და გაითვალისწინებთ ჩემს აზრს, გირჩევთ, გამოიყენოთ! მნიშვნელოვნად გაიადვილებთ საქმეს. მე ძალიან მომწონს!
Ping Pong - საუკეთესო საშუალება უკუკავშირისთვის
среда, 30 ноября 2016 г. -
0
коммент.
დიდი ხანია მინდოდა, ამ ვებ ინსტრუმენტის შესახებ დამეწერა რამე, მაგრამ ვერ გამოვნახე დრო მოუცლელობის გამო ( თითქოს ახლა მოცლილი ვიყო :) და როგორც იქნა დავაყენე საშველი. მაშ ასე:
ვებ სერვის ეწოდება Ping Pong-ი და რაღაცით ნამდვილად გვაგონებს ამ სპორტულ თამაშს თავისი სისწრაფით, ოპერატიულობითა
და სიმარტივით.
სხვა უკუკავშირისთვის შექმნილი ინსტრუმენტებისგან განსხვავებით
თქვენ არ გჭირდებათ ტესტებისა და ვიქტორინების წინასწარ შედგენა თავად ინსტრუმენტში. სცენარი დაახლოებით ასეთია: აუდიტორიას( კლასს) აძლევთ კითხვას თავისი სავარაუდო პასუხით( ზეპირად ან წერილობით) მოსწავლე ტელეფონით აფიქსირებს სასურველ პასუხს, რომელიც მყისიერად ისახება მასწავლებლის ეკრანზე. საუცხოო საშუალებაა გამოკითხვის ჩასატარებლად, გაკვეთილის შესაჯამებლად, რეფლექსიისთვის, ცოდნის დონის შესამოწმებლად...
საიტზე რეგისტრაციის
შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მოირგოთ მასწავლებლის როლი. მოსწავლეებს შეუძლიათ
გამოიყენონ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მობილური ტელეფონი და შევიდნენ ვებგვერდზე
როგორც მოსწავლეები ან ჩამოტვირთონ აპლიკაცია საკუთარ ანდროიდზე. აპლიკაციის საკუთარ
ტელეფონზე დაყენება მასწავლებელსაც შეუძლია, რაც გამოკითხვის ტელეფონით ჩატარების საშუალებას
აძლევს მას.
ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ გამოკითხვისა
და ტესტირების ჩატარება. კითხვების დასმა შეგიძლიათ როგორც ზეპირად , ასევე - ტექსის
სახით.
გამოკითხვა( დავალება) შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:
- ტესტი (გამოკითხვა) ერთი არჩევითი პასუხით.
- ტესტი რამდენიმე არჩევითი პასუხით
- ჭეშმარიტია/მცდარია
- ტექსტური არე
- ჩაწერა ან სურათის ჩასმა
მოსწავლეები კრეფენ საკლასო ოთახის ნომერს( რომელსაც აწვდის მასწავლებელი. ეს ნომერი მასწავლებლის რეგისტრაციისას ავტომატურად ენიჭება) და პასუხობენ წინასწარ მოსმენილ ან წაკითხულ კითხვას - სმარტფონის ან ნოუთბუქის დისფლეიზე შემოთავაზებული პასუხების
ვარიანტიდან ირჩევენ რომელიმეს. მასწავლებელი მყისიერად ნახულობს შედეგებს:
ეკრანზე დაცულია ანონიმურობა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში
მასწავლებელს შეუძლია ნახოს მოსწავლეთა სახელები:
მობილურით გაცემული ყველა პასუხი დუბლირდება ეკრანზე.
უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ამ ვიდეოებიდან. იმედია, მოგეწონებათ აპლიკაცია და გამოიყენებთ სასწავლო პროცესში.
Ping Pong ამ ბმულზე ნახავთ ინსტრუმენტს.
Ping Pong ამ ბმულზე ნახავთ ინსტრუმენტს.
პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ჯგუფის შექმნის მარტივი 3 ნაბიჯი Office 365-ში
пятница, 30 сентября 2016 г.
In
#MIEExpert,
Office 365
-
1 коммент.
Book Creator
суббота, 13 августа 2016 г.
In
#MIEExpert,
Book Creator,
microsoft
-
0
коммент.
კიდევ ერთი პროგრამა მაიქროსოფტისგან. პროგრამა დასახელებულია 2015 წლის საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტრუმენტად. Book Creator-ის საშუალებით უმარტივესად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ლამაზი ელექტრონული წიგნები თქვენს კომპიუტერებსა და პლანშეტებზე.
შეგიძლიათ:
- დაამატოთ ტექსტი 40 სხვადასხვა შრიფტის დახმარებით
- დაამატოთ სურათები და ვიდეოები თქვენი კომპიუტერის ბიბლიოთეკიდან, ინტერნეტიდან ან გამოიყენოთ ვებ-კამერა
- შეცვალოთ გვერდის ზომა სურვილისამებრ
- გამოიყენოთ მიკროფონი აუდიო ფაილის დასამატებლად
- ფუნჯის საშუალებით შეგიძლიათ დახატვა
- აირჩიოთ შესაქმნელი წიგნის ფორმა
მუშაობისთვის საჭიროა Windows 10, Windows 8.1 ოპერაციული სისტემა.
პროგრამის გადაწერა და დაინსტალირება შეგიძლიათ აქედან
ტუტორიალი
სასწავლო რესურსები
среда, 6 июля 2016 г. -
4
коммент.
იმედი მაქვს, მოგეწონებათ და გამოიყენებთ ამ პროგრამებსა და ვებ-ინსტრუმენტებს:
ქიმია - ChemReference: Periodic Table Little Alchemy Find The Symbol
დაწყებითები - IXL ; Common Core Math 1-6 by Sokikom
გეოგრაფია - World Map Map Outlines geography puzzles World Countries Geography puzzles
ბიოლოგია(ანატომია) - Anatomy Skills
მათემატიკა - Pre-Algebra; Math Training by MathPapa.com ; 4 Numbers game!; Algebra Lessons by MathPapa.com
საპრეზენტაციო პროგრამა ( რომელი საგანიც გამოიყენებს, იმისთვის :) ) - Biteslide
მსოფლიო ისტორია - World History In Context; The Revolutionary War - Guess My Name
ისტ-ი - Learning Computing
ინგლისური - Polylogy English (ძალიან კარგია და გირჩევთ, ნახოთ :) ) Pronouns for 2nd to 5th Grade AbiTalk Nouns, Verbs, Adjectives, Adverbs
ქიმია - ChemReference: Periodic Table Little Alchemy Find The Symbol
დაწყებითები - IXL ; Common Core Math 1-6 by Sokikom
გეოგრაფია - World Map Map Outlines geography puzzles World Countries Geography puzzles
ბიოლოგია(ანატომია) - Anatomy Skills
მათემატიკა - Pre-Algebra; Math Training by MathPapa.com ; 4 Numbers game!; Algebra Lessons by MathPapa.com
საპრეზენტაციო პროგრამა ( რომელი საგანიც გამოიყენებს, იმისთვის :) ) - Biteslide
მსოფლიო ისტორია - World History In Context; The Revolutionary War - Guess My Name
ისტ-ი - Learning Computing
ინგლისური - Polylogy English (ძალიან კარგია და გირჩევთ, ნახოთ :) ) Pronouns for 2nd to 5th Grade AbiTalk Nouns, Verbs, Adjectives, Adverbs
განათლების წარმატების ფაქტორები მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელებისათვის
пятница, 3 июня 2016 г.
In
#MIEExpert
-
0
коммент.
მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალზე გამოქვეყნდა იმ კომპეტენციების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია განათლების სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის. პორტალზე უამრავი ინფორმაცია დევს და თითოელი კომპეტენცია დეტალურადაა განხილული. სამწუხაროდ, მე ყველაფერი ვერ ვთარგმნე, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის თარგმნა და ქართველი მასწავლებლებისთვის გაცნობა. თუ ვინმე ითავებს ამ საქმეს, კარგი იქნება!
ვთარგმნე მხოლოდ "კომპეტენციების ბორბალი"( დახმარებისთვის დიდი მადლობა მარი კვირიკაძეს) და გთავაზობთ მას. ვისაც უფრო მეტის გაგება მოგინდებათ, ეწვიეთ მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალს და იქ ნახავთ ყველაფერს. საიტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით Education competencies
ჩემი დაინტერესება გამოიწვია კომპეტენციების ჩამონათვალში იუმორის ნახვამ, ამ კომპეტენციის გამოყენება-გამომუშავება უმთავრესი ყოფილა პროფესიული წარმატების მისაღწევად. უფრო მეტს გაეცნობით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიგებთ, გაქვთ თუ არა იუმორის უნარი, როგორ გამოიყენოთ მუშაობისას და სხვა Education competencies: Humor
ეს კი ჩემი ნათარგმნი "კომპეტენციების ბორბალი" და გაეცანით :)
ვთარგმნე მხოლოდ "კომპეტენციების ბორბალი"( დახმარებისთვის დიდი მადლობა მარი კვირიკაძეს) და გთავაზობთ მას. ვისაც უფრო მეტის გაგება მოგინდებათ, ეწვიეთ მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალს და იქ ნახავთ ყველაფერს. საიტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით Education competencies
ჩემი დაინტერესება გამოიწვია კომპეტენციების ჩამონათვალში იუმორის ნახვამ, ამ კომპეტენციის გამოყენება-გამომუშავება უმთავრესი ყოფილა პროფესიული წარმატების მისაღწევად. უფრო მეტს გაეცნობით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიგებთ, გაქვთ თუ არა იუმორის უნარი, როგორ გამოიყენოთ მუშაობისას და სხვა Education competencies: Humor
ეს კი ჩემი ნათარგმნი "კომპეტენციების ბორბალი" და გაეცანით :)
Подписаться на:
Сообщения (Atom)










